მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა იწვევს წელის ტკივილს;
- სათესლე ჯირკვლის ტკივილის მიზეზი.
ზოგადად მოგახსენებთ, რომ ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ადგილობრივი ტკივილი შეიძლება, დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს.
დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:
- გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
- მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
- შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
- მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
- ვირუსული დაავადებები;
- თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;
- ზურგის ტვინის თიაქარი.
ტკივილი ზოგჯერ ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური ან შეტევითია, ზოგჯერ კი ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი, ტკივილის ბუნებასა და გამოვლინებას კი, დიდი მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება თქვენს მეორე ჩივილს, დასაზუსტებელია ტკივილი სათესლე ჯირკვლის არეში გაქვთ თუ ასოს არეში?
ზოგადად, მსგავსი ტკივილის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს და მათ შორისაა:
- ინფექციები;
- ფუნქციური დარღვევები;
- კენჭოვანი დაავადება;
- შარდსადენის ანთებითი პროცესები.
ნებისმიერ შემთხვევაში მდგომარეობა საყურადღებოა და საჭიროებს შესაბამისი სპეციალისტის დროულ ჩართულობას.
ამ მიზნით გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენი კლინიკის უროლოგიურ განყოფილებაში, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/urologia/34
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!