მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. თქვენს მიერ აღნიშნული პრეპარატი „ემფეტალი“ წარმოადგენს პოლივიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების კომპლექსს, რომელიც რეკომენდებულია მეძუძური დედებისათვის.
რაც შეეხება წონაში მომატების სურვილს, გირჩევთ, პირველ რიგში თავი აარიდოთ თვითნებურად მედიკამენტების მიღებას.
აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში მკურნალი ექიმი.
თუ გსურთ მასის მომატება, მკაცრად უნდა დაიცვათ კვების და დასვენების წესები, უნდა გაზარდოთ საკვების კალორიულობა და რაციონში შეიტანოთ ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები.
- მიირთვით დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ, კვებათა შორის ერთნაირი შუალედები დაიცავით;
- ნასადილევს დაისვენეთ, მშვიდად დაჯექით ან წამოწექით, მიეცით ორგანიზმს საკვების კარგად მონელების საშუალება;
- მიღებული ცილების ნახევარს უნდა შეადგენდეს ხორცი, თევზი.
ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და მიმართოთ დიეტოლოგ–ენდოკრინოლოგს, რომელიც სრული ანამნეზის შეკრების შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ და მოგცემთ ობიექტურ რეკომენდაციას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!