კითხვა: მოგესალმებით, ენის ქვეშ ვგრძნობ ხოლმე ყრუ წვას, სავარაუდოდ სანერწყვე ჯირკვლების ამბავია, რას მირჩევთ? ასევე მაინტერესებს რა დამიჯდება თქვენთან დიაგნოსტიკა..? გმადლობთ
პასუხი:
მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა თქვენი ვარაუდი მართებული იყოს და საქმე ეხებოდეს სანერწყვე ჯირკვლების პათოლოგიას.
პირველ რიგში სასურველია ვიზიტი განახორციელოთ ყბა–სახის ქირურგთან, რომელთანაც , კლინიკის აქციის ფარგლებში, კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
ვიზიტის დროს, შეიკრიბება ანამნეზი, შეფასდება მდგომარეობა ობიექტურად, ჩაგიტარდებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, დაისმება დიაგნოზი , ხოლო ამის შემდეგ ექიმი–სპეციალისტი დაგინიშნავთ მკურნალობას.
უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !