წყლულოვანი კოლიტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს წყლულოვანი კოლიტი დამინიშნეს 2 თვიანი მკურნალობის კურსი.მაინტერესებს სულ წამლების ქვეშ უნდა ვიყო და რა სახის დიეტაა საჭირო მთელი ცხოვრების მანძილზე . და კიდე შესაძლებელია თუ არა გადამდები იყოს მყავს პატარა ბავშვი და მეშინია ძალიან . გმადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, წყლულოვანი კოლიტი ქრონიკული პათოლოგიაა, რომელიც მსხვილ ნაწლავს აზიანებს. ამ დაავადებისას ვითარდება ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება და მის ზედაპირზე მცირე ზომის ჭრილობები – წყლულები წარმოიქმნება.
მემკვიდრეობითობა აგრეთვე თამაშობს როლს. წყლულოვანი კოლიტი უფრო ხშირია ადამიანებში, რომელთა ოჯახის წევრებში არის დაავადების ისტორია.
მკურნალობა დამოკიდებულია ანთების სიმწვავეზე და ლოკალიზაციაზე ( ნაწლავის რა ადგილია დაზიანებული), ასევე იმაზე თუ რამდენად ემორჩილება პაციენტი, ექიმის დანიშნულებას.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს, რადგან კვების შესახებ ინფორმაციის მოწოდება მისი პრეროგატივაა.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24

სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა