სიგმოიდური ნაწლავის დივერტიკულიტი, პეპტიური წყლული - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით დამიდგინდა სიგმოიდური ნაწლავის დივერტიკულოზი, ამასთან მაქვს კუჭის წყლული. გთხოვთ მომწეროთ როგორი კვებაა ამ დროს საჭირო, რა პროდუქტები მივიღო, მიზანშეწონილია თუ არა მკურნალობის მიზნით ხორბლის ქატოს მიღება და როგორ. მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის დივერტიკულიტი;
  • როგორ ვიკვებოთ დივერტიკულიტის დროს;
  • რა არის კუჭის წყლული.

სიგმოიდური ნაწლავის დივერტიკულიტი მცირე ზომის ჩანთისებრი ამობურცულობაა, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენ შრეზე ყალიბდება. დივერტიკულები ყველაზე ხშირად მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ქვედა ნაწილში გვხვდება. დაავადება იშვიათად იწვევს გართულებებს.

divertikuliti
დივერტიკულა ძირითადად ვითარდება ნაწლავის ბუნებრივად სუსტ ადგილებში ზეწოლის შედეგად. ეს პროცესი იწვევს ამოზნექილობების გაჩენას მსხვილი ნაწლავის კედელზე.
მსუბუქი დივერტიკულიტის მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში, სადაც ექიმმა უნდა მოგცეთ რეკომენდაცია, ინფექციის საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ ანტიბიოტიკები.

კვება დივერტიკულიტის დროს

საურველია, სიმპტომების გასაუმჯობესებლად, მიიღოთ მხოლოდ თხევადი საკვები რადგან მყარი საკვების მონელების მცდელობამ შეიძლება, გაართულოს სიმპტომები. მიიღეთ ნაკლები რაოდენობის უჯრედისი.
რაც შეეხება კუჭის წყლულს, მოგახსენებთ.

კუჭის წყლული

ტერმინი „კუჭის წყლული“, სამედიცინო ენაზე პეპტიური წყლული, აერთიანებს როგორც საკუთრივ კუჭის, ისე თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს. წყლული შესაძლებელია არსებობდეს როგორც ცალ-ცალკე, ისე ორივე ორგანოზე ერთდროულად.

peptiuri_wyluli


აუცილებელია, მიმართოთ კვალიფიციურ ექიმს, კერძოდ, გასტროენტეროლოგს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება პროგრესირებას განიცდის და შესაძლოა, გამოიწვიოს ძალიან მძიმე გართულებები, რომელთაგან ზოგიერთი სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კია.
ამ მიზნით, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგ ეკა ზალიკიანთან,  რომელიც ვიზიტისას შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და ამის შემდგომ დაგენიშნებათ აპრობირებული და გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა