კითხვა: გამარჯობა, 2 ელენთის არსებობა საშიშია ჯანმრთელობისთვის?
პასუხი:
მოგესალმებით,
ზოგადად, ელენთა ლიმფური სისტემის ყველაზე დიდი ორგანოა და ორგანიზმის დამცავი სისტემის ერთ-ერთი რგოლია.
რომ არა ელენთა, მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა ინფექციური დაავადების რისკი.
თუ თქვენი მეორე ელენთის არსებობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით და იგი არ იწვევს ჩივილებს, არ არის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !