კითხვა: გამარჯობა, მე ვარ 55 წლის ერთი წელია რაც მექკავება მთელი ტანი უფრო მეტად ღამე და ხელებზე და კლავზე ყავისფერი ლაქები თან მექავება რას მირღევთ რის სიმპტომებია
პასუხი:
მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში რთულია ზუსტი დიაგნოსტირება, თუმცა შესაძლოა, ჩივილის გამომწვევი იყოს პიტირიაზი. რომელიც კანის სოკოვანი დაავადებაა. ის უმთავრესად კანის ზედაპირულ, რქოვანა შრეს აზიანებს.
პიტირიაზი გადამდები დაავადებაა, იგი უმთავრესად ტანისამოსის, თეთრეულის, პირსახოცის მეშვეობით გადაედება, ზოგჯერ – სამკაულის მეშვეობითაც.
ასევე, შესაძლებელია ეს იყოს სკლეროდერმია ან კანის სხვა დაავადება, რომელთა ვარიანტები საკმაოდ ბევრია.
თქვენი დაავადების სიმპტომებში სწორად გარკევევის, დიაგნოზის დასმის და სათანადო მკურნალობის დანიშნვნის მიზნით, გირჩევთ მიმართოთ დერმატოლოგს.
ამ ეტაპზე, აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/dermatologia/23
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!