კითხვა: სახის მარცხენა მხარის გაციების შედეგად მაქვს ნერვის ანთება და შესაძლებელია თუ არა ყბის სახსარში ტკაცუნი იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა იწვევს ყბის ტკაცუნს;
  • რომელი დაავადებების დროს ზიანდება ყბის სახსარი;
  • საღეჭი კუნთის პათოლოგიები.

დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, სავარაუდოდ ყბის ტკაცუნი გამოწვეულია საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიიდან.
აღნიშნული დაავადების ორ დამოუკიდებელ ჯგუფს გამოყოფენ: დაავადებებს, რომელთა დროსაც ზიანდება სახსრის ქსოვილი, ესენია:

  • ართრიტები (სახსრის ანთება), არაანთებითი დაავადებები – სახსარშიდა მოშლილობები, ოსტეოართროზები, ანკილოზები, თანდაყოლილი ანომალიები;
  • დაავადებები რომლებიც განპირობებულია საღეჭი კუნთების პათოლოგიითა და ყბა-კბილთა სისტემის აგებულებით.

ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან საღეჭი კუნთის პათოლოგიები:

  • ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი);
  • საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მტკივნეული დისფუნქცია;
  • საღეჭი კუნთების კონტრაქტურა.

ybis_tkacuni

ასევე, მიზეზი შეიძლება, რომ იყოს სახსრის რბილქსოვილოვანი სტრუქტურების დაზიანება, (ტრავმა) ან სასახსრე თავის მდებარეობის შეცვლა.
უნდა გამოირიცხოს, ხომ არ არის სასახსრე დისკოსა და სასახსრე თავის მოძრაობის დისკოორდინაცია, რაც წარმოშობს ე.წ. ტკაცუნა სახსარს.
დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია, ვიცოდეთ ხომ არ გაქვთ:

  • კბილის პათოლოგია;
  • ცუდად მორგებული ბჟენი;
  • ყურის ინფექცია;
  • სინუსების ანთება.

ზუსტი დიაგნოსტირებისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ყბა-სახის ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც უფასო საკონსულტაციო დღეებში დახმარებას გაგიწევთ მაღალკვალიფიციური ექიმი-სპეციალისტი ბატონი შოთა ლობჟანიძე.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა