ყვითელი კბილები - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა, 5 წლის ბიჭს ნელ-ნელა, ზედა მხრიდან დაეწყო კბილების გაყვითლება. მოიცვალა 2 და ახლები უკვე შეყვითლებული ამოდის. რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის მივაკითხოთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
კბილების სიყვითლე, ზოგადად არ არის დამოკიდებული კბილების ჯანმრთელობაზე, მათი სიყვითლე შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკურად მშობლებისგან.
ასევე, სამკურნალო პრეპარატებისა და ანტიბიოტიკების ხშირი მოხმარების დროს კბილის ემალი სუსტდება, რაც იწვევს მის გაყვითლებას.
რა თქმა უნდა, მიზეზი შესაძლოა იყოს, პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა. ამისათვის ხშირად უნდა უხეხოთ ბავშვს კბილები, პერიოდულად გამოცვალოთ კბილის ჯაგრისი, სწორად შეარჩიოთ კბილის პასტა და ა.შ.
აუცილებელია მკურნალობისათვის მიმართოთ სტომატოლოგს, ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა