- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა და გაფრთხილება სჭირდება.
მსოფლიოს მასშტაბით გულის დაავადებისგან გამოწვეული სიკვდილის მაჩვენებელი პირველ ადგილზეა. ამასთან, მიოკარდიუმის ინფარქტი გულის ყველაზე გავრცელებული და სახიფათო დაავადებაა.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი ხათუნა ბერინაშვილი.
ინფარქტის რისკ–ჯგუფში შედიან ის ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ ალკოჰოლსა და თამბაქოს, ეტანებიან ქოლესტერინით მდიდარ საკვებს, ცოტას მოძრაობენ.
რისკის თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია სტრესული ფაქტორები, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, კვების დარღვევა, მემკვიდრეობა, შრომისა და დასვენების არაჯანსაღი პირობები, ასაკი.
წარმოგიდგენთ გულისთვის სასარგებლო კვების რაციონის სიას:
- მზესუმზირა;
- სიმინდის ზეთი;
- ქათამი;
- ინდაური;
- ხბო;
- კურდღელი;
- კვერცხის ცილა;
- ცხიმმოხდილი რძე;
- მაწონი;
- ხაჭო;
- უცხიმო ყველი;
- უცხიმო თევზი;
- ხილი;
- პარკოსნები (ლობიო, ბარდა);
- მოხარშული კარტოფილი;
- რუხი პური;
- შვრიის, სიმინდის ფაფა;
- მინერალური წყალი;
- ჩაი;
- სუსტი ყავა;
- ხილის წვენი;
- თაფლი;
- მწვანილი.
ზომიერად ნებადართულია:
- კარაქი;
- მარგარინი;
- ძროხის, ცხვრის ხორცი;
- საშუალო ცხიმოვნობის ყველი;
- ზეთში შემწვარი თევზი;
- ნუში;
- თეთრი ფქვილი;
- უცხიმო შოკოლადი.
გულისთვის მავნებელია შემდეგი საკვები და სასმელი:
- ქონი;
- ცხიმიანი ხორცი;
- ძეხვი;
- იხვისა და ბატის ხორცი;
- ქათმისა და ინდაურის კანი;
- რძე;
- არაჟანი;
- ცხიმიანი ყველი და მაწონი;
- ქონში შემწვარი კარტოფილი;
- უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარი პური;
- ფუნთუშეული;
- ცხოველურ ცხიმებზე მომზადებული კერძები;
- მაგარი ყავა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგს ხათუნა ბერინაშვილს ნომერზე 599 29 00 87.
გისურვებთ ჯანმრთელობას!