გულის უკმარისობა – როგორ დავიცვათ თავი სახიფათო მდგომარეობისგან?

გულის უკმარისობა – როგორ დავიცვათ თავი სახიფათო მდგომარეობისგან?

გულის უკმარისობა კლინიკური სინდრომია.

ამ მდგომარეობის დროს გული ვერ უზრუნველყოფს ორგანოებისა და ქსოვილების ნორმალურ პერფუზიას, ადეკვატურ მეტაბოლურ მოთხოვნილებას როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში, ისე ფიზიკური დატვირთვის დროს.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი თამარ ავალიანი.

რატომ ვითარდება გულის უკმარისობა?

მდგომარეობა შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც კარდიალური მიზეზებით (მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის მანკი, მიოკარდიტი, კარდიომიოპათია, პერიკარდიტი), ასევე ექსტრაკარდიულით (ანემია, ჰიპერ ან ჰიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, თირკმლის უკმარისობა და სხვა).

როგორ დავიცვათ თავი გულის უკმარისობისგან?

ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველა დაავადების და მათ შორის გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ყველაზე მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიებაა.

რეკომენდებულია:

  • წონის კორექცია;
  • კვების რაციონში მარილის შეზღუდვა;
  • ისეთი ნაჯერი ცხიმების შეზღუდვა, რომელიც ძირითადად შედის ხორცის პროდუქტებში (ცხიმიანი საქონლის თუ ღორის, ცხვრის ხორცი), კარაქში, ერბოსა და ზოგიერთი რძის პროდუქტში, მაგალითად, არაჟანში, ცხიმიან ყველში, ასევე ტრანსცხიმებში;
  • რეკომენდებულია მრავალჯერადი და მცირე ულუფებით კვება;
  • უნდა გამოირიცხოს ყავა, ძლიერი ჩაი, შოკოლადი, ცხარე საკვები. რაციონი უნდა გამდიდრდეს ხილით, ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტებით;
  • აუცილებელია არტერიული წნევის ციფრების ნორმალიზება, გულის იშემიური დაავადების მართვა, ანემიის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კორექცია, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა იმ დაავადებების დროული და სწორი მართვა, რომელსაც საბოლოოდ მივყავართ გულის უკმარისობის განვითარებამდე.

არის თუ არა საზიანო ყველა სახის ცხიმი?

ყველა სახის ცხიმი არ არის საზიანო, პირიქით აუცილებელია ორგანიზმისთვის. ესენია უჯერი ცხიმები, რომლებიც გვხვდება შემდეგ პროდუქტებში:

  • თევზეულობა;
  • თხილი;
  • მიწისთხილი;
  • მზესუმზირის, ზეითუნის ზეთი და სხვა.

მავნე ჩვევა

სავალდებულოა მავნე ჩვევებზე უარის თქმა, მავნებელია თამბაქოსა თუ ალკოჰოლის მოხმარება. ზოგიერთ მედიკამენტს შეუძლია გამოიწვიოს გულის უკმარისობა, მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, ანტიარითმულ და ჰორმონულ პრეპარატებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

გულის უკმარისობა სწორედ გარკვეული პათოლოგიური პროცესების შედეგია და საჭიროა ამ პროცესებზე ზემოქმედება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N7.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგს თამარ ავალიანს ნომერზე 555 57 55 99;

გისურვებთ ჯანმრთელობას!