12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა.
ექთნის პროფესიონალიზმზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული პაციენტის ბედი.
ექთნის პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა ყველა სამკურნალო დაწესებულების ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა.
ექთნების საერთაშორისო დღე აღნიშნეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
გაიმართა კონკურსი – კლინიკის ყველა განყოფილების ექთანმა წარადგინა მოხსენება პრობლემური სამედიცინო საკითხის შესახებ, ჩატარდა ვიქტორინა.