შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 68–ე და კლინიკის დამაარსებლის, აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 125–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თანამშრომლები სიგელებითა და საზღვარგარეთ მოგზაურობით დასაჩუქრდნენ.
ინტერვიუში კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თეა გამეზარდაშვილი კლინიკის დეპარტამენტების, თანამედროვე სერვისებისა და უახლესი სამედიცინო აპარატურის შესახებ მოგვითხრობს.