ქირურგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს ყბა–სახის ქირურგიაში მინიინვაზიურ ენდოსკოპიურ ოპერაციებს სთავაზობს.
საფეთქელ–ქვედა ყბის სახსრისა და სანერწყვე ჯირკვლების პათოლოგიების დიაგნოსტირება და მკურნალობა უახლესი ენდოსკოპიური და ართროსკოპიული აპარატებით ხდება.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ფაქტორის გავლენით სანერწყვე ჯირკვლის სადინარში შესაძლოა ჩამოყალიბდეს კენჭი. ამ დროს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს სიმპტომური მკურნალობით, მაგრამ ხშირად ვითარდება რეციდივი და სანერწყვე ჯირკვლის რეზექციის საკითხი წამოიჭრება. კლინიკაში კენჭების ამოღება შესაძლებელია ენდოსკოპიური მეთოდით.