კოლხიცინი
ტაბლეტები, 1 მგ
ტაბლეტები, 1 მგ
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მგ კოლხიცინსა და შემავსებლებს: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მეთილცელულოზა, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები, პროდუქტები, რომლებიც არ მოქმედებენ შარდმჟავას მეტაბოლიზმზე.
თერაპიული ჩვენებები
პოდაგრას მწვავე შეტევის მკურნალობა. პოდაგრას მწვავე შეტევების პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ქრონიკული პოდაგრა, ჰიპოურიკემიული მკურნალობის დანიშვნის დროს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა კოლხიცინის ან პროდუქტის ნებისმიერი შემავსებლის მიმართ. თირკმლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ორსულობა
ურთიერთქმედებები
შეიძლება განვითარდეს მედიკამენტური ურთიერთქმედებები ციკლოსპორინთან, ფენილბუტაზონთან, ჰემაპოეზის დამთრგუნველ ნივთიერებებთან, ციტოსტატიკებთან, ეთილის სპირტთან და ჰემორაგიების განვითარებისათვის სარისკო მედიკამენტებთან კომბინირების დროს.
განსაკუთრებული მითითებები
ყურადღებით ტოქსიკურია!
სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულებში, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით და/ან ზომიერი ღვიძლის უკმარისობით, გულის უკმარისობით და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს კოლხიცინი უკუნაჩვენებია.
ვინაიდან კოლხიცინი გადადის დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
მანქანების ტარებისა და დანადგარების მართვის უნარი
კოლხიცინი არ მოქმედებს მანქანების ტარებისა და დანადგარების მართვის უნარზე.
გამოყენების წესი და დოზები
პოდაგრას მწვავე შეტევა
მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს. მკურნალობის დაწყების დაგვიანება ამცირებს მის ეფექტურობას.
თავიდან ინიშნება 0.5 მგ ან 1 მგ (ნახევარი ან 1 ტაბლეტი კოლხიცინი). შემდეგ ინიშნება 0.5 მგ (ნახეევარი ტაბლეტი კოლხიცინი) ყოველ 1-2 საათში ან 1 მგ (ერთი ტაბლეტი კოლხიცინი) ყოველ 2 საათში, ტკივილის, კუჭ-ნაწლავის დარღვევების (ღებინება, გულისრევა, დიარეა) გამოვლენის აღმოფხვრამდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 6 მგ (6 ტაბლეტი კოლხიცინი). კოლხიცინით მკურნალობის გამეორება შემდეგი 3 დღის განმავლობაში არ შეიძლება, რათა არ მოხდეს ტოქსიკურობის განვითარება კუმულაციის პროცესში.
პოდაგრის მწვავე შეტევის პროფილაქტიკა
თავიდან მიიღება 0.5 მგ (ნახევარი ტაბლეტი კოლხიცინი) დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, დოზის გაზრდა შეიძლება 1 მგ-მდე (1 ტაბლეტი კოლხიცინი) დღეში 1 ან 2-ჯერ ან, ძალიან იშვიათად, 1.5 მგ-მდე (1.5 ტაბლეტი კოლხიცინი) დღეში სამ მიღებად.
გვერდითი რეაქციები
ხშირად შეიძლება განვითარდეს ღებინება, გულისრევა, დიარეა. ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემაოპოეზის დათრგუნვა აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიის და აპლასტური ანემიის განვითარებით. იშვიათად აღინიშნა პერიფერიული ნევრიტები და ალოპეცია. სხვა გვერდითი რეაქციები: ჭინჭრის ციება და გამონაყარი კანზე, აზოოსპერმია, ნეიროკუნთოვანი დარღვევები. ეს ცვლილებები შექცევადი ხასიათისაა და გაივლის მკურნალობის შეწყვეტისას.
დოზის გადაჭარბება
შეიძლება განვითარდეს ღებინება, გულისრევა, სისხლიანი დიარეა, მუცლის ტკივილი, ან გულყრა, ასევე ჰემატოლოგიური დარღვევები; ლეიკოციტოზი, შემდეგ ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პოლიპნოე, ალოპეცია (მეათე დღეს), მწვავე თირკმლის მოწამვლა ოლიგურიითა და ჰემატურიით; სიკვდილის შემთხვევები წყალ-ელექტროლიტური დარღვევების გამო, სეპტიური შოკი, სუნთქვის გაჩერება ან გულ-სისხლძარღვთა შოკი.
ანტიდოტი არ არსებობს. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა და ორგანიზმის საციცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება.
შენახვა
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
კოლოფებში 2 ალ/პვქ ბლისტერი 20 ტაბლეტით.
მწარმოებელი: ბიოფარმი - ბუქარესტი, რუმინეთი.