ეტამბუტოლი 0.4გ #50ტ

ეტამბუტოლი 0.4გ #50ტ

ეთამბუტოლი
100, 200 და 400 მგ ტაბლეტები


შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ეთამბუტოლის ჰიდროქლორიდი; 1 ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ან 200 მგ ან 400 მგ ეთამბუტოლის ჰიდროქლორიდს 100% მშრალ ნივთიერებაზე გადანგარიშებით.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი დიჰიდრატი, პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

წამლის ფორმა
ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც ახდენს შერჩევით მოქმედებას ტუბერკულოზის მიკობაქტერიებზე, არღვევს მათში ლიპიდურ და ნუკლეინურ ცვლას, აფერხებს ტუბერკულოზის გამომწვევის ზრდასა და გამრავლებას.

ჩვენებები
ფილტვისმიერი და არაფილტვისმიერი ტუბერკულოზი (მხოლოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში); მგრძნობიარე ატიპური მიკობაქტერიებით გამოწვეული ინფექციები.

უკუჩვენებები
პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, მხედველობის ნერვის ნევრიტი, დიაბეტური რეტინოპათია, თვალის ანთებითი დაავადებები, თირკმლების ფუნქციის მძიმე დაზიანებები, ორსულობა, ლაქტაცია, 13 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება დადგენილ ვადაზე მეტი დროის განმავლობაში.
თუ დაავადების ნიშნები არ დაიწყებს გაქრობას ან პირიქით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება ან განვითარდება არასასურველი რეაქციები, განსაკუთრებით მხედველობის ორგანოს მხრივ, აუცილებელია ეთამბუტოლით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ლაქტაციის შეწყვეტა. პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ალკოჰოლის მოხმარებისაგან თავის შეკავება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
თუ პაციენტი იღებს სხვა პრეპარატებს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რაიმე სახის სამკურნალო საშუალებების გამოყენება. არაკონტროლირებულმა მკურნალობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტის ჯანმრთელობას.
პრეპარატი აძლიერებს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების სპეციფიკურ, ფარმაკოლოგიურ თვისებებს, ასევე ამინოგლიკოზიდების, ასპარაგინაზას, კარბამაზეპინის, ციპროფლოქსაცინის, იმიპენემის, ლითიუმის მარილის, მეთოტრექსატას, ქინინის ნეიროტოქსიკურობას. ალუმინის მარილის შემცველი ანტაციდური პრეპარატები ამცირებენ პრეპარატის შეწოვას.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია მხედველობის, რეფრაქციის, ფერების აღქმისა და მხედველობის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების (შეიძლება დაირღვეს წითელი და მწვანე ფერების აღქმა), ასევე თირკმლებისა და ღვიძლის მდგომარეობის, პერიფერიული სისხლის მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი.

მიღების წესი და დოზები
რეგულარულ რეჟიმში ინიშნება 25მგ/კგ დღე-ღამეში 1-ჯერ ან ინტერმიტირებულ რეჟიმში – 20-40მგ/კგ კვირაში 3-ჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2,5 გ-ს. ტუბერკულოზის მიმდინარეობის სტაბილიზაციისას ინიშნება 15 მგ/კგ მკურნალობის მთელ პერიოდში კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში. ეთამბუტოლის მიღება ჭამის შემდეგ აუმჯობესებს მის ამტანობას. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტუბერკულოზის ფორმაზე და შეადგენს 6-დან 12 თვემდე პერიოდს.
13 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ეთამბუტოლი ინიშნება პერორალურად დოზით 20-25 მგ/კგ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ბავშვებში არის 1,0 გ.
ჭარბი დოზის მიღების სიმპტომები: ნევროლოგიური დარღვევების განვითარება, ერითელური ნერვის დაზიანება (შეიძლება განვითარდეს სიბრმავე), მადის დაკარგვა, პირღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, ციებ-ცხელება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა, სუნთქვის გაძნელება, ასისტოლია. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი ეფექტები
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრისხვევა, თავის ტკივილები, დეპრესია, პერიფერიული ნევრიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, მხედველობის გაუარესება (ცენტრალური ან პერიფერიული მხედველობის დაქვეითება, სკატომის წარმოქმნა), ფერების აღქმის მოშლა (ძირითადად, წითელი და მწვანე ფერების), დეზორიენტაცია სივრცეში.
საჭმლის მონელების სისტემის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, კუჭის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, შრატისმიერი ტრანსამინაზების დონის მომატება.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრიტი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი.
სხვა რეაქციები (რომლებიც იშვიათად ვლინდება): ინტერსტიციალური ნეფრიტი, შარდმჟავის კლირენსის შემცირება, გასტრიტი, ნიკრისის ქარის შეტევები, ხველის გაძლიერება, ნახველის რაოდენობის მომატება, სისხლჩაქცევა ბადურაში.
ნებისმიერი სახის ნეგატიური რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.


შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმტეს 25°C-ზე.

შეფუთვა
10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში. კოლოფში მოთავსებულია 5 ან 10 კონტურული შეფუთვა. 100 ტაბლეტი ქილებში; 100 ტაბლეტი ქილაში, კოლოფში 1 ქილა; 1000 ტაბლეტი პლასტმასის კონტეინერებში.

გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი
“ბორშჩაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”
მშვიდობის ქ.17, ქ. კიევი, 03134, უკრაინა.