ჰემოდეზი
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ჰემოდეზი
სინონიმი: ნეოკომპენსანი, პერისტანი
წამლის ფორმა: საინფუზიო ხსნარი
შემცველობა: 6% დაბალმოლეკულური პოლივინილპიროლიდონი (მოლეკულური მასა 12600 + 2700); ტარიუმის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმისა და ქლორის იონები.
აღწერილობა: გამჭვირვალე ყვითელი ფერის სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეზინტოქსიკაციის საშუალებები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება.
ჰემოდეზი ხელს უწყობს ორგანიზმის განთავისუფლებას ტოქსიკური ნივთიერებებისაგან.
ის შეიკავშირებს სისხლში ცირკულირებადი ტოქსინებს და გამოყოფს თირკმელებით. გარდა ამისა, ჰემოდეზი ამცირებს თავისუფალი ცხიმის მჟავების შემცველობას, რომლებიც ჭარბად წარმოიქმნება მიოკარდის ინფარქტის დროს. პრეპარატს გააჩნია დიურეზული აქტივობა თირკმლის სისხლმიმოქცევის და ფილტრაციის გაუმჯობესების გამო.
ჰემოდეზი ნაკლებად ტოქსიკურია. პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით 12-24 საათის განმავლობაში შეყვანის შემდეგ.
ჩვენებები.
ჰემოდეზი, როგორც დეზინტოქსიკაციის საშუალება, გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს: კუჭ-ნაწლავის დაავადებების ტოქსიკური ფორმები (დიზენტერია, დისპეფსია, სალმონელოზები და სხვა), განსაკუთრებით ბავშვებში; ბავშვთა ინფექციური დაავადებები, რომლებიც ინტოქსიკაციით მიმდინარეობს; სხვადასხვა წარმოშობის ინტოქსიკაცია (პოსტოპერაციული, კიბოს დროს, სხივური, ალკოჰოლური, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის გამო); დამწვრობა ინტოქსიკაციის ფაზაში (ავადმყოფობის 2 – 5 დღეს); მწვავე სხივური დაავადება ინტოქსიკაციის ფაზაში (ავადმყოფობის 1 – 3 დღეს); ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება, მუცლად ყოფნის დროს ინფექცია და ტოქსემია ახალშობილებში, პერიტონიტი და ნაწლავის გაუვალობა; შეშუპებები ტოქსიკოზის დროს ორსულებში; თირეოტოქსიკოზი; სეფსისი, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები (ჰეპატიტები, ჰემატოქოლანგიტები, ღვიძლის დისტროფია).
მიღების წესი და დოზები.
ჰემოდეზი შეიყვანება ვენაში წვეთებით, ფილტრიანი სისტემით სიჩქარით 40-80 წვ/წთ. პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკსა და ინტოქსიკაციის ინტენსივობაზე. ძუძუს ასაკის ბავშვებში – 5-10 მლ/კგ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 70 მლ; 2-5 წლის ბავშვებში – 100 მლ; 5-10 წლის – 150 მლ; 10-15 წლის – 200 მლ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებში – 400-500 მლ. ხსნარი შეიყვანება გამთბარი 360ჩ-მდე.
ავადმყოფებში მსხვილკეროვანი მიოკარდის ინფარქტით, შემოსულებში ავადმყოფობის პირველი 24 საათის განმავლობაში, ჰემოდეზი შეიყვანება დოზით 200-205 მლ. ცალკეულ შემთხვევებში (გახანგრძლივებული ტკივილის შეტევა, მძიმე არითმიები, კარდიოგენული შოკი ან ამ გართულებათა შერწყმა თანმხლები შაქრიანი დიაბეტისას) პრეპარატი შეიყვანება მეორე დღეს იმავე დოზით (200-250 მლ). ხსნარი შეიყვანება გამთბარი 360ჩ-მდე.
გვერდითი მოქმედება.
ჰემოდეზის გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის დაწევა. ამ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა, კანქვეშ შეიყვანება ეფედრინი და საგულე საშუალებები და ვენაში – კალიუმის ქლორიდი, საჭიროების შემთხვევაში – პოლიგლუკინი ან სხვა პრეპარატები არტერიული სისხლის მიმოქცევის აღსადგენად; ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები.
გულ-ფილტვის გამოხატული დეკომპენსაცია, მძიმე ალერგიები, სისხლჩაქცევა ტვინში.
ვარგისიანობის ვადა.
5 წელი შუშის ფლაკონებში; 3 წელი პლასტიკურ ფლაკონებში.
პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.
შენახვა.
ინახება 0-დან +20°C ტემპერატურაზე. გაყინვა არ მოქმედებს პრეპარატის ხარისხზე.
ფლაკონები გაყინული ხსნარით ჩერდება ოთახის ტემპერატურაზე გადნობამდე და ზავდება.
გაცემის პირობები.
რეცეპტით.
გამოშვების ფორმა.
შუშის ფლაკონები 200 და 400 მლ; პლასტიკური პვქ პაკეტები 250 და 500 მლ.
მწარმოებელი.
LIQVOR Pharmaceuticals, სომხეთი.
375078, ერევანი, მარკარიანის 6