იოდბალანსი 200
JODBALANCE 200
JODBALANCE 200
საერთაშორისო დასახელება - potassium Iodide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები; იოდის შემცველი პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 200 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
იოდი განეკუთვნება სიცოცხლისათვის აუცილებელ საკვებ მიკროელემენტებს. იოდის გარეშე წარმოუდგენელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულაციაში მონაწილეობენ და აკონტროლებენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ენერგიის ცვლას, მონაწილეობენ ყველა ორგანოსა და სისტემის განვითარებაში, არეგულირებენ თავის ტვინის, ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემის, სასქესო და სარძევე ჯირკვლების მუშაობას, ასევე მონაწილეობას იღებენ ბავშვის გაზრდასა და განვითარებაში, მისი ინტელექტუალური მონაცემების ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებით საშიშია იოდის დეფიციტი ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის.
იოდბალანსი®, იოდის წყაროს წარმოადგენს, ავსებს მის დეფიციტს ორგანიზმში, ხელს უშლის იოდდეფიციტური დაავადებების განვითარებას, საკვებ პროდუქტებში არასაკმარისი იოდის შემცველობით გამოწვეულ ჩიყვის ჩამოყალიბებას, ეხმარება ფარისებრი ჯირკვლის ზომების ნორმალიზებაში ახალშობილებს, ბავშვებს, მოზარდებსა და უფროსებს.
ჩვენებები
იოდბალანსი® გამოიყენება:
იოდდეფიციტური დაავადებების პროფილაქტიკისთვის (მათ შორის ჩიყვის განვითარება) იმ ადამიანებში, რომლებიც იოდდეფიციტურ ზონაში ცხოვრობენ, პირველ რიგში ახალშობილებში, ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში.
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა (განმეორებითი ზრდა) მისი ოპერაციული გზით ამოკვეთის და, აგრეთვე, ჩიყვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით კომპლექსური მკურნალობის დასრულების შემდეგ.
დიფუზური არატოქსიური ჩიყვის სამკურნალოდ.
იოდდეფიციტით გამოწვეული, დიფუზური ეუთირეოიდული ჩიყვის მკურნალობა ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზარდებში.
მიღების წესები და დოზები
თუ არ გაქვთ ექიმის მიერ სხვა მითითებანი, მიჰყევით შემდეგ რეკომენდაციებს.
ჩიყვის განვითარების პროფილაქტიკა:
ახალშობილები და ბავშვები: 50-100მკგ იოდი დღეღამეში (1/41/2 ტაბ ლეტი იოდბალანსი® 200)
მოზარდები და ზრდასრულები: 100-200მკგ იოდი დღეღამეში (1 ტაბ ლეტი იოდბალანსი® 200)
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს: 200მკგ იოდი დღეღამეში (1 ტაბ ლეტი იოდბალანსი® 200)
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა მისი ოპერაციული გზით ამოკვეთის ან ჩიყვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით კომპლექსური მკურნალობის დასრულების შემდეგ: 100-200 მკგ იოდი ყოველ დღე (1 ტაბლეტი იოდ ბალანსი® 200) დღეში.
ეუთირეოიდული ჩიყვის მკურნალობა.
ახალშობილები, ბავშვები, მოზარდები და მოზრდილები: 100-200 მკგ იოდი (1 ტაბლეტი იოდბალანსი® 200) დღეში.
სადღეღამისო დოზის მიღება უნდა ხდებოდეს ერთჯერადად, ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
იოდბალანსის პროფილაქტიკური გამოყენება უნდა ხდებოდეს თვეების, წლებისა და ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩიყვის სამკურნალოდ ახალშობილებში, უმეტეს შემთხვევაში საკმარისია 2 4 კვირა იოდბალანსის მიღება. ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში მკურნალობის კურსი 6 დან 12 თვემდეა. პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. თუ ენდემური ჩიყვის იოდბალანსი® 200ით 24 კვირის მკურნალობის შემდეგ ახალშობილებში არ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ზომების შემცირება, მაშინ დაავადების მიზეზს არ წარმოადგენს იოდის დეფიციტი.
გვერდითი მოვლენები
იოდბალანსით პროფილაქტიკის ან მკურნალობის შედეგად, ახალ შობილებში, ბავშვებსა და მოზარდებში, როგორც წესი, გვერდითი მოვ ლენები არ აღინიშნება. იოდბალანსის დიდი დოზებით (300 მკგზე მეტი დოზა დღეღამეში) მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერთირეოზი (უმეტესად ხანდაზმულ პაციენტებში, კვანძოვანი ჩიყვის ან ტოქსიური ადენომის არსებობისას) მაღალი დოზებით თერაპიისას (1000მკგ დღეღამეში და მეტი) რიგ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს იოდით გამოწვეული ჩიყვი და ჰიპოთირეოზი.
ქრონიკულმა ჰიპერდოზირებამ შეიძლება შეიძლება მოგვცეს "იოდიზმის" ფენომენი: ლითონის გემო პირში, ლორწოვანის გარსების შეშუპება და ანთებითი პროცესი (რინიტი, კონიუქტივიტი, გასტროენტერიტი, ბრონქიტი); აკნე: დერმატიტი; სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება; ტემპერატურის მატება; გაღიზიანება.
ზოგიერთ შემთხვევაში გვხვდება ალერგიული რეაქციები: უკიდურესად იშვიათად მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, `იოდურ~ რინიტთან თანმხლები: იოდური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება, ძალიან იშვიათად – იოდური ციებცხელება.
უკუჩვენება
მანიფესტური ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება).
იოდისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
ტოქსიური ადენომა (300 მკგზე მეტი დოზის მიღება)
ჰერპეტოფორმული დერმატიტი. (დიურინგის დერმატიტი)
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში იოდის გამოყენება იზრდება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იოდბალანსის მიღება საჭირო დოზირებით, რათა მოხდეს იოდის ადეკვატური მიწოდება, როგორც დედის ორგანიზმისთვის, ასევე ნაყოფისთვის. (იოდის სადღეღამისო რაოდენობა არ უნდა იყოს 200 მკგზე ნაკლები). იოდი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
პრეპარატის გამოყენება ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ რეკომენდებული დოზებით.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდებული იოდბალანსის მიღება ჰიპოთირეოზის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი გამოწვეულია იოდის დეფიციტით.
იოდის დანიშვნას თავი უნდა აერიდოს რადიოაქტიური იოდით თერაპიისას, როდესაც ეჭვია ფარისებრი ჯირკვლის კიბოზე.
გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატით თერაპიის ფონზე ავადმყოფებში, რომელთაც თირკმლების უკმარისობა აღენიშნებათ, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის შემცველობის მომატება).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების შედეგად, შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს პრეპარატების მოქმედება ან გვერდითი მოვლენები, ამიტომ ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს იმ პრეპარატების შესახებ, რომელსაც თქვენ პარალელურად ღებულობთ. განსაკუთრებით ეს ეხება საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (ლითიუმის მარილები), კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეტიკებს, საშუალებებს, რომლებიც ამუხრუჭებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას (თირეოსტატიკები)
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25°C, ტენისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება მისი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
merk KGaA ნიკომედისთვის,
გერმანია.