ანტიბიოპტალი 10მლ თ/წვეთები

                    ანტიბიოპტალი
                        თვალის წვეთები

ჩვენებები
გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიებით გამოწვეული თვალის წინა სეგმენტის ინფექციები.

უკუნაჩვენებია
პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთღებული მითითებანი
მცირეწლოვან ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, რომლის დროსაც საჭიროა ექიმის მკაცრი მეთვალყურეობა.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება
პრეპარატის გამოყენება ორსულებსა და ლაქტაციაში შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, რომლის დროსაც საჭიროა ექიმის სათანადო მეთვალყურეობა. ორსულობის დროს ადგილობრივი სტეროიდებით ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობის უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები
ქლორამფენიკოლის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიტიზაციის რეაქციები (წვა, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ვეზიკულარული და მაკულო-პაპულოზური დერმატიტი); ამ შემთხვევებში მკურნალობა უნდა შეწყდეს,
აქტიური ნივთიერების სისტემური შეწოვის შედეგად გვერდითი მოვლენების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას მხედველობაში მისაღებია ნეომიცინით გამოწვეული ოტონეფროტოქსიურობისა და ქლორამფენიკოლით გამოწვეული ძვლის ტვინის ჰიპოპლაზიის განვითარების შესაძლებლობა.
ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის ხანგრძლივმა ან მრავალჯერადმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მიკროორგანიზმების ინტენსიური ზრდა, სოკოების ჩათვლით და სენსიბილიზაციის რეაქციები (ძირითადად ნეომიცინის მიმართ; შესაძლებელია ჯვარედინი რეაქციები სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართაც). ამ შემთხვევაში და დაახლოებით 7 დღის განმავლობაში მკურნალობის  უშედეგობისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს, ამ დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია შესაბამისი ზომების მისაღებად.
ქლორამფენიკოლის თვალის წვეთების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს აპლასტიური ანემია, ეს მოვლენა ძალიან იშვიათია, თუმცა მხედველობაშია მისაღები ქლორამფენიკოლის სარგებელის შეფასებისას.
პრეპარატის შემთხვევითმა მიღებამ ან მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიურობა.
კონტეინერის გახსნის შემდეგ პროდუქტის გამოყენება შეიძლება არა უმეტეს 15 დღის განმავლობაში. 

შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეამოწმეთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადა. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება გაუხსნელ ბოთლს რეკომენდებული პირობებში შენახვისას.
შეინახეთ 2 - 8°C ტემპერატურის პირობებში.    
 
მწარმოებელი
ფარმილა – თეა ფარმასიუტიკალს
ენრიკო ფერმის ქ. 50, 20019 სეტიმო მილანესე, მილანი, იტალია.