ბაცილაკი SRO
L.rhamnosus -B.lactis
(პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარი)
გლუკოზის, ელექტროლიტებისა და პრობიოტიკების კომბინირებული ფხვნილი
პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარის მოსამზადებლად
ბაცილაკი SRO
(პერორალური რეჰიდრატაციის სხნარი) გამოიყენება დიარეის დროს, გაუწყლოვანების საპროფილაქტიკოდ.
ახდენს რა, წყლისა და ელექტროლიტების ოტიმალურ აბსორბციას, ბაცილაკი SRO უზრუნველყოფს დეჰიდრატაციის პრევენციასა და მკურნალობას, გამოწვეულს მწვავე დიარეით. ბაცილაკი SRO ასევე შეიცავს პრობიოტიკს, რომელიც აღადგენს ნაწლავურ ფლორას, რომლის დისბალანსიც ვითარდება დიარეის ეპიზოდის შემდეგ.
როგორ მოვამზადოთ
გავხსნათ ერთი პაკეტი 500 მლ ოთახის ტემპერატურის წყალში (ბოთლის წყალი ნაკლები მინერალების შემცველობით, ან გადადუღებული ონკანის წყალი). მიყევით ექიმის და/ან ფარმაცევტის რჩევას. მიღებული ხსნარის შენახვა რეკომენდებულია მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, მაცივარში, მჭიდროდ დახურული სახურავით.
მიღებამდე ბაცილაკის პერორალური რეჰიდრატაციის სხნარი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. ფხვნილი იხსნება მხოლოდ და მხოლოდ წყალში, სხვა სასმელებსა და საკვებში მისი გახსნა გახდის მას არაეფექტურს.
ანალიზი:
10.27 გრ პაკეტი ხსნარის ყოველი ლიტრი
ენერგია კკალ 27 კკალ 54 კკალ
ენერგია კჯ 114,75 კჯ 229,5 კჯ
კარბოჰიდრატები 6.75 გრ 13,5გრ
ცილები 0 0
ლიპიდები 0 0
მარილები 3,5 გრ 7 გრ
Na + 0,83 გრ 1,66 გრ
K + 0,4 გრ 0,8 გრ
Cl + 1.14 გრ 2,28 გრ
ციტრატი 3+ 0,94 გრ 1,84 გრ
Lactobacillus rhamnosus 2,5 X109 CFU (კოლონიის წარმომქმნელი ერთეული)
Bifidobacterium lactis 2,5 X109 CFU(კოლონიის წარმომქმნელი ერთეული)
მმოლი ლიტრზე
Na + 75მმოლ/ლ
K + 20მმოლ/ლ
Cl + 65მმოლ/ლ
ციტრატი 3+ 10მმოლ/ლ
გლუკოზა 75მმოლ/ლ
საეღო ოსმოლარობა 245 მმოლ/ლ
გამოყენების წესი
- მოზრდილები
მიიღეთ 4 - 5 პაკეტი დღის განმავლობაში. როდესაც დიარეისა და დეჰიდრატაციის სიმპტომები შემსუბუქდება შეგიძლიათ შეამციროთ დღიური დოზა მომდევნო დღეების განმავლობაში.
- ბავშვები
პირველ დღეს ბავშვებს მიეცემათ მომზადებული ხსნარის 15-20 მლ/კგ-ზე ყოველი საათის განმავლობაში, მაქსიმუმ 4 პაკეტი დღის განმავლობაში. თუ დიარეისა და დეჰიდრატაციის სიმპტომები შემსუბუქდება შეგიძლიათ შეამციროთ დღიური დოზა მომდევნო დღეების განმავლობაში.. ახალშობილებისთვის პრეპარატის მიცემისას რეკომენდაცია მიიღეთ ექიმისგან.
შემადგენლობა
გაუწყლოებული გლუკოზა, ტრინატრიუმ ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, Lactobacillus rhamnosus, Bifidobacterium lactis, კალიუმის ქლორიდი.
სიფრთხილის ზომები: არ მიიღოთ ღებინებისას, თუ მას არ ახლავს დიარეა. ბაცილაკი SRO არ წარმოადგენს საკვებს. გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქცია. პრეპარატი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პორტუგალია
VIDA produtos farmaceuticos S.A
Rua da estacao 42-Vala da Carregado
2600-726 Castanheira do Ribatejo, Portugal