დ.ტაისი შვედური მწარე100მლ ნაყ

შვედური მწარე
DR. THEISS SHVEDENBITTER



ფორმა:
ხსნარი გარეგანი და პერორალური გამოყენებისათვის

შემადგენლობა:
100 მლ. პრეპარატის შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ალოე                   1,0გ.
რევანდას ფესვები         0,9გ.
ტერიაკი ოპიუმის გარეშე   0,9გ.
მირა                    0,65გ.
ქურქუმას ფესურა         0,45გ.
ნაღველას ფესვი           0,35გ.
ანგელოზას ფესვი          0,35გ.
ნარისჯაგას ფესვი          0,2გ.
ქაფური                   0,1გ.
მარწყვბალახას ფესურა      0,1გ.
მუსკატის კაკლის ყვავილები  0,1გ.
სინამაქის ფოთლები         0,1გ.
მუსკატის კაკლის თესლი    1,75გ.
ზაფრანა                  0,1გ.
კოთხუჯის ფესურა          0,9გ.

დამხმარე ნივთიერებები:
გლიცერინი                 18,2გ.
ეთილის სპირტი (96,5%)     30,0გ.
თეთრი თიხა                0,25გ.
ანისულის არომატიზატორი    0,042გ.
ფორთოხლის არომატიზატორი 0,01გ.
ნატრიუმის საქარინატი        0,062გ.
წყალი                      100მლ.-მდე

დახასიათება
არომატული სუნის მქონე, არაგამჭვირვალე ყავისფერი ხსნარი. შენჯღრევისას შეიმჩნევა უმნიშვნელო ნალექი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაღვლმდენი, სუსტი საფაღარათო, ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედებს მადის გასაუმჯობესებლად. ასტიმულირებს კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ აქტივობას.

ჩვენება:
შინაგანად – მადის დაქვეითება ან უქონლობა. კომპლექსურ თერაპიაში ნაღლის ბუშტის და სანაღვლე გზების დისკინეზია. კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის არასაკმარისი სეკრეტორული აქტივობა.
გარეგანად – რევმატული დაავადებების კომპლექსური თერაპია. მწერების ნაკბენები.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე. დიარეა, გაუვალობა, აბდომინალური ტკივილები, “მწვავე მუცელი”, კუჭისა  და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადებები (გამწვავების პერიოდში). ჰიპერაციდული გასტრიტი, კალკულოზური ხოლეცისტიტი, მეძუძური და ორსული ქალები. 18 წლამდე ასაკი.

სიფრთხილე:

(ეთილის სპირტის არსებობის გამო) ალკოგოლიზმი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ეპილეფსია, თავის ტვინის ტრამვები და დაზიანება.

დოზირება და მიღების წესი:
1 ჩაის კოვზი (წინასწარ გახსნილი 100 მლ. დამტკბარ წყალში ან ჩაიში) 3-4 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 3-4 კვირა. მკურნალობის გახანგრძლივების ან განმეორების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
რევმატული დაავადებებისას კომპლექსური თერაპიაში – კომპრესინ უშუალოდ მტკივნეულ ადგილას.  კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად ის წინასწარ იფარება კალენდულას ან სხვა რომელიმე კრემით. შემდეგ პრეპარატში დასველებული საფენი, ზემოდან პერგამენტის ქარალდი და თბილი ნაწერი. 2-3 სთ-ში კომპრესი უნდა მოიხსნას. მკურნალობის კურსი  7-10 დღე. მკურნალობის გახანგრძლივების ან განმეორების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მწერების ნაკბენზე –პრეპარატი დაიტანება დღეში რამდენჯერმე უშუალოდ დაზიანებულ კანზე.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქცია, დიარეა. ხანგრძლივი ხმარების ან დოზის გადაჭარბებისას იშვიათად შესაძლებელია კალიუმის დაკარგვა, პროტეინურია, ჰემატურია.
გარეგანი ხმარებისას – კანის გაღიზიანება.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი შეიცავს 36% ალკოჰოლს. ყოველი მიღებისას პაციენტი იღებს 1,8გ. ალკოჰოლს. რაც გასათვალისწინებელია მზღოლებისთვის.
შესაძლო ნალექი არ მოქმედებს პრეპარატის ხარისხზე. ხმარების წინ პრეპარატი უნდა შეინჯღრეს.
პრეპარატის კომპონენტი ტერიაკი ოპიუმის გარეშე   არის შემდეგი კომბინაცია:
ანგელოზას ფესურა, ციმიციფუგას ფესვები, ვალერიანის ფესვები, დარიჩინის ქერქი, ქურქუმას ფესურა, კარდაგონი, მირა.

გამოშვების ფორმა:
100 მლ. მოცულობის, ბრტყელი შუშის ფლაკონი, პლასტმასის თავსახურით.

შენახვის ვადა:
3 წელი

შენახვის პირობები:
არა უმეტეს +25ºC ტემპერატურაზე.
ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი და მისი მისამართი:
DR. Theiss Naturwaren GmbH
Michelinstr. 10
66424 Homburg- Saar
Germany