კარლეტონ ჯუნიორი 250მგ #20ტ

კარლეტონ ჯუნიორი 250მგ #20ტ

შემადგენლობა

ლევოკარნიტინი 250 მგ

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები. 
ამინომჟავები და მათი წარმოებულები.

ფარმაკოლოგიურითვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატი მეტაბოლური პროცესების კორექციისათვის.
ლევოკარნიტინი – B ჯგუფის ვიტამინების მონათესავე ბუნებრივი ნივთიერება. მონაწილე- ობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, უჯრედული მემბრანების გავლით ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში ცხიმოვანი მჟავების გადამტანის სახით, სადაც ეს მჟავები განიცდიან b-დაჟანგვას ენერგიის (ატფ-ის ფორმით) დიდი რაოდენობის წარმოქმნით. კოენზიმი A-ს გამოთავისუფლებით ლევოკარნიტინი აძლიერებს კრებსის ციკლში მეტაბოლიტების მოხ-ვედრას. ამავე მექანიზმით ის ასტიმულირებს პირუვატდეჰიდროგენაზას აქტივობას ჩონჩხის კუნთებში და განშტოებული ამინომჟავების დაჟანგვას. Pპრეპარატი ახდენს ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზებას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს ანაერობულ გლიკოლიზსა და კეტომჟავების წარმოქმნას, ამცირებს ლაქტაციდოზის ხარისხს, აგრეთვე, ზრდის მოტორულ აქტივობასა და გამძლეობას ფიზიკური დატვირთვისადმი, ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ ხარჯვასა და ღვიძლში მისი მარაგის ზრდას.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და განაწილება
შიგნით მიღებისას ლევოკარნიტინის ბიოშეღწევადობა 15,9%-ს შეადგენს. აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილში, ყველაზე მაღალი კონცენტრაციები წარმოიქმნება ღვიძლში,  ჩონჩხის კუნთებსა და მიოკარდიუმში. ჩმახ მიღებიდან 3,3 საათში მიიღწევა, თერაპიული კონცენტრაცია 9 საათის მანძილზე ნარჩუნდება.   

კარლეტონ ჯუნიორი ჩვენებები:

აუმჯობესებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას
წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს

აუტიზმი

ყურადღების დეფიციტის სინდრომი

სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები მეტყველების განვითარების დარღვევით

ვეგეტატიური დარღვევები

რესპირატორული ინფექციებით ხშირად მოავადე ბავშვები

მიღების წესი და დოზირება: 1 აბი 1-2ჯერ დღეში. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ წარმოადგენს სრულფასოვანი კვების ალტერნატივას.

3 – 10 წლამდე 1 აბი 1ჯერ დღეში

10 – 12 წელი 1 აბი 2ჯერ დღეში

გვერდითი მოვლენები: ერთეულ შემთხვევებში აღნიშნულია დისპეპსიური მოვლენები, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში და ალერგიული რეაქციები.

ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება: ანაბოლური პრეპარატები და ლიპოის მჟავა აძლიერებს ლ-კარნიტინის თერაპიულ ეფექტს.                                              

გლუკორტიკოსტეროიდები იწვევენ ლ-კარნიტინის დაგროვებას ქსოვილებში, ღვიძლის ქსოვილებში.

შენახვის პირობები: კარლეტონ ენერჯი და კარლეტონ ჯუნიორი ვარგისიანია გამოშვებიდან 1 წლის განმავლობაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25˚C.

მწარმოებელი : contract pharmacal corporation USA