კოფ-ექსი სიროფი
საკვები დანამატი
შემადგენლობა:
შემადგენელი კომპონენტები |
რაოდენობა |
ძირტკბილა |
100 მგ. |
ბეგქონდარა |
1 მგ. |
ტუხტი (ალთე) სამკურნალო |
54.17 მგ. |
ფურისულა |
8.33 მგ. |
თაფლი |
|
პიტნა |
|
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ქსანტანის გუმფისი, არომატიზატორი, ბუნებრივი დამატკბობელი.
ტუხტი (ალთე) სამკურნალო/Althea Officinalis - უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც ხველის დამარბილებელი საშუალება. ტუხტის ფესურაში ლორწოვანის მასის შემცველობის გამო მას აქვს უნარი, შემოფარგლოს ანთებითი კერა.
ფურისულა/Primrose – უზრუნველყოფს ნახველის ადვილად ევაკუაციას სასუნთქი გზებიდან, ხსნის გაციების სიმპტომებს.
ძირტკბილა/Liquorice - აუმჯობესებს სასუნთქი გზების ფუნქციას.
ბეგქონდარა/Thyme - აქვს ანტიბაქტერიული, ამოსახველებელი, სპაზმოლიზური მოქმედება.
კოფ-ექსი - ეს არის ბუნებრივი საშუალება შემაწუხებელი ხველისთვის. ოთხი სამკურნალო მცენარის კომბინაცია აუმჯობესებს სასუნთქი გზების ფუნქციას, სუნთქვას, ამსუბუქებს და სრულიად ხსნის ხველას, ხმის ჩახლეჩას, სიმშრალეს.
როგორ გეხმარებათ კოფ-ექსი - გაციება და ხველა პირველ რიგში აზიანებს სასუნთქ გზებს. სქელი ლორწო ეფარება სასუნთქი გზების ლორწოვანს, ლორწოვანი ღიზიანდება, იწყება შემაწუხებელი ხველა. კოფ-ექსის უნიკალური მცენარეები და ესენციური ეთერზეთები ხელს უწყობს სქელი ლორწოს გათხევადებას და აადვილებს ამოხველებას, შესაბამისად უმჯობესდება სუნთქვაც.
დოზირება და მიღების წესი: 0 - 4 წელი: 2.5 მლ. 2-ჯერ დღეში; 5 – 10 წელი: 5 მლ. 3-ჯერ დღეში; 11 წელი და ზევით: 5 მლ. 4-ჯერ დღეში.
შესაძლებელია სიროფის მცირე რაოდენობით წყალსა და წვენში გახსნა.
ორსულობა, ლაქტაცია: ორსულმა და მეძუძურმა ქალმა აუცილებლად უნდა გაიაროს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია კოფ-ექსის მიღებამდე. არ არის საკმარისი კვლევები კოფ-ექსის გამოყენების შესახებ აღნიშნულ კონტიგენტში. გამომდინარე აქედან, ორსული და მეძუძური დედებისთვის კოფ-ექსის მიღება რეკომენდებული არ არის.
მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები (სასუნთქი სისტემის, კანის მხრივ), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია,
გვერდითი მოვლენების სიხშირე ცნობილი არ არის.
თუ აღმოაჩენთ რაიმე ნიშანს, რომელიც ანოტაციაში მითითებული არ არის, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ვინ არ უნდა მიიღოს კოფ-ექსი:
- თუ ხართ ალერგიული კოფ-ექსის შემადგენელი კომპონენტების მიმართ
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება
- თუ გაწუხებთ მაღალი წნევა
- თუ გაქვთ თირკმლის მწვავე დაავადება
- თუ ღებულობთ კორტიზონს ან კორტიზონის მსგავს პრეპარატს.
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურისა.
გამოშვების ფორმა: სიროფი 100 მლ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის მფლობელი:
Istanbul Ilac Koz. Tur. San. ve Tic. LTD. Sti.
Eyüp Sultan Mah. Ulubatli Hasan Cd. No:16
Sancakteoe IST. Tel.: +90 216 313 71 10
www.dermoclean.com
Made in Turkey.
Exclusive agent in Georgia
Brochem Georgia
Address: 145 Beliashvili str., 0159
Tbilisi, Georgia
E-mail: [email protected]
www.brochem.ge
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს. ბროქემ გეორგია