ლაიფენი #30ტ

ლაიფენი #30ტ

LIFEN
ლაიფენი


შემადგენლობა:

ფრანგული ზღვისპირა ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი P (Pinus Maritima) 40 მგ
არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენს, შაქარს.


ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი:

ლაიფენი არის უნიკალური ბუნებრივი მცენარეული ანტიოქსიდანტი. იგი შეიცავს ბიოფლავონოიდებს, პროანტოციანიდინებს, ორგანულ მჟავებს. მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია მრავალი სხვადასხვა კლინიკური კვლევით. ლაიფენს ახასიათებს ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება. ამას გარდა აფერხებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას, ანელებს დაბერების პროცესებს, ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას, რაც აადვილებს სისხლძარღვების დილატაციას და აუმჯობესებს სისხლძარღვოვანი კაპილარების ფუნქციონირებას, ამაგრებს სისხლძარღვოვანი კაპილარების კედლებს თვალის ფსკერზე, თავის ტვინში და კიდურებზე, უნარჩუნებს ელასტიურობას სისხლძარღვებს. ზრდის და ასტიმულირებს თრომბოციტების აქტიურობას, აფერხებს თრომბების ფორმირებას და ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას სისხლძარღვთა კედელში. ლაიფენი ამცირებს ჰიპერტონული დაავადების, სტენოკარდიული შეტევის, მიოკარდიუმის ინფარქტის, თრომბოფლებიტის, ინსულტის განვითარების რისკს. ლაიფენი ახდენს მაღალი არტერიული წნევის ნორმალიზებას, ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას. ლაიფენი აუმჯობესებს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, მეხსიერებას. ლაიფენი მატებს კანს ელასტიურობას და აახალგაზრდავებს მას. ჩვენებები:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
მეხსიერების დაქვეითება;
მენიერის დაავადება;
ოსტეოართრიტი;
დიაბეტური რეტინოპათია;
კანის დაბერების შეჩერება;
ფსორიაზი;
ერექციული დისფუნქციები;
სპერმატოგენეზის დარღვევები;
მამაკაცთა უშვილობა (მკურნალობა და პროფილაქტიკა);
ენდომეტრიოზი, დისმენორეა, პრემენსტრუალური ტკივილი;

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა.
უკუჩვენება: არ გამოიყენება სიმსივნის მკურნალობისას. სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან ერთად.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში პერორალურად 1 - 2 აბი დღეში. ბავშვებში - 6 წლიდან 1მგ/კგ წონაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვე.
გამოშვების ფორმა: #30 ტაბლეტი, მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა:
აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ,, Hankintatukku Oy ,“ ფინეთი.