მუკალტინი
Mukaltini
შუშხუნა ტაბლეტები
Tabulettae effervescentaes
Mukaltini
შუშხუნა ტაბლეტები
Tabulettae effervescentaes
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
მუკალტინი; მარწყვის არომატიზატორი; პიტნის ზეთი;
პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, კემპფეროლი), კუმარინებს, ანთოციანებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), C ვიტამინს, პექტინოვან ნივთიერებებს, კაროტინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ამცირებს ხველას, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან, აუმჯობესებს მადას, ამცირებს წყურვილის შეგრძნებას.
ჩვენება: სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები:
• ბრონქიტი;
• პნევმონია;
• ბრონქოექტაზია;
• ტრაქეიტი;
• ლარინგიტი;
• ანგინა;
მიღების წესი და დოზირება: შუშხუნა ტაბლეტი მიღების წინ უნდა გაიხსნას 100მლ თბილ წყალში.
მოზრდილებში: პერორალურად 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/4 ტაბლეტი, 3-დან 6 წლამდე 1/2½ ტაბლეტი,
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი 1-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
შენიშვნა: ტაბლეტში მარწყვის არომატიზატორის არსებობის გამო, შეიძლება ინდივიდუალურად გამოვლინდეს კანზე ალერგიული გამონაყარი ძლიერი ქავილით.
გამოშვების ფორმა: 10 შუშხუნა ტაბლეტი პოლიმერული მასალის ტუბში სახურავით. ტუბზე ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის წესი: მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.