ნიკოშპანი
NIKOSPAN
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ნიკოტინის მჟავა და დროტავერინის ჰიდროქლორიდი.
1 ტაბლეტი შეიცავს 22 მგ ნიკოტინის მჟავას და 78 მგ დროტავერინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, პოლივიდონი, ტალკი, სახამებელი, ლაქტოზა.
წამლის ფორმა: ტაბლეტები
ათქ კოდი: C04 AC.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სინთეზური სისხლძარღვთა გამაფართოებელი და სპაზმოლიზური საშუალება. ნიკოტინის მჟავას და დროტავერინის ჰიდროქლორიდის სპაზმოლიზური კომბინაციით ნიკოშპანი ამცირებს სისხლძარღვთა სპაზმებით გამოწვეულ ტკივილს.
გამოყენება: ნიკოშპანი რეკომენდებულია მოზრდილთათვის: დისცირკულაციური ენცეფალოპათიის, ტვინის და პერიფერიული სისხლძარღვთა სპაზმის, მაობლიტირებელი ენდარტერიიტის დროს, გვირგვინოვანი სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, კლიმაქსის ფონზე განვითარებული ანგიოსპაზმის და შაკიკის დროს.
უკუჩვენება: ნიკოშპანი არ არის რეკომენდებული ღვიძლისა და თირკმლების მძიმე დაავადებების, გულის ქრონიკული უკმარისობისა და პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ ალერგიის დროს (იხ. პრეპარატის შემადგენლობა)
გაფრთხილება. პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ნიკოშპანს შეუძლია გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიაზიანება იმ ავადმყოფებში, რომლებსაც ლაქტოზას აუტანლობა ახასიათებთ.
ორსულობა და ძუძუთი კვება.
ორსულობის ან ახალშობილის ძუძუთი კვების შემთხვევაში, ნიკოშპანის მიიღებამდე რჩევა კითხეთ თქვენს ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
რეკომენდებული არ არის ნიკოშპანისა და ჩასახვის საწინააღმდეგო, ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროული მიღება, რადგანაც ნიკოშპანი ამცირებს მათ ეფექტურობას.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილთათვის რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას შეადგენს 1-3 ტაბლეტი დღეღამეში. შაკიკისა და სისხლძარღვთა სპაზმის დროს პრეპარატი აუცილებლად მიიღება უზმოთ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ჭამის შემდეგ. კლიმაქტერიული სინდრომის ფონზე განვითარებული ანგიოსპასტიური მდგომარეობის დროს ნიკოშპანი შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიული კურსისათვის.
დოზირების გადაჭარბება: ნიკოშპანის გადაჭარბებული დოზით მიღების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. მაგრამ თუ პაციენტმა ან ბავშვმა შემთხვევით მიიღო რეკომენდებულზე მეტი დოზა, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
გვერდითი ეფექტები: შეიძლება გამოვლენილ იქნას ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი) ღებინება, სახის ან სხეულის სხვა ნაწილების სიწითლე, წამოხურების შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისცემის გახშირება არტერიული წნევის დაქვეითება.
უჩვეულო ეფექტების გამოვლენისას, პრეპარატის შემდგომ მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ვარგისიანობის ვადა: ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.
არ მიიღება ფლაკონსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC)
შეფუთვა: მუყაოს კოლოფში 50 ტაბლეტიანი ფლაკონი.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
სამკურნალო საშუალების მწარმოებლის დასახელება და მისამართი.
ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქტების ქარხანა სს “ხინოინი”
ბუდაპეშტი, უნგრეთი (მისამართი: Tó utca 1-5 1045 Budapest).