სოლკოსერილი მალამო 5% 20გ

სოლკოსერილი მალამო 5% 20გ

 

გამოშვების ფორმა: გელი და მალამო

შემადგენლობა

აქტიური კომპონენტი:

ჯანმრთელი ძუძუმწოვარა ხბოების სისხლის ქიმიურად და ბიოლოგიურად სტანდარტიზებული დეპროტეინიზებული დიალიზატის; (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) 4.15მგ/გ და 2.07მგ/გ

კონსერვანტები:

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216)

დამხმარე ნივთიერებები:

სოლკოსერილი გელი - კალცი ლაქტატი, ნატრი კარბოქსიმეთილცელულოზა, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი

სოლკოსერილი მალამო - ცეტილის სპირტი, ქოლესტეროლი, თეთრი ვაზელინი, საინექციო წყალი

აღწერილობა:

სოლკოსერილი გელი – ჰომოგენური, პრაქტიკულად უფერო, გამჭვირვალე მკვრივი კონსისტენციის გელი;

სოლკოსერილი მალამო - ერთგვაროვანი, ცხიმოვანი, თეთრი ან მოყვითალო მასა.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ქსოვილთა რეგენერაციის სტიმულატორი

ფარმაკოლოგიური თვისებები

სოლკოსერილი არის დეპროტეინიზებული დიალიზატი, რომელიც შეიცავს სისხლის შრატისა და უჯრედული კომპონენტების დაბალმოლეკულური ბუნებრივი შენაერთების ფართო სპექტრს. დადგენილია, რომ სოლკოსერილი აჩქარებს რეპარაციულ და რეგენერაციულ პროცესებს; ააქტიურებს აერობულ მეტაბოლურ პროცესებს და ჟანგვით ფოსფორილირებას; ზრდის ჟანგბადის ათვისებას და ასტიმულებს ჰიპოქსიასა და ენერგეტიკულ დეფიციტში მყოფ უჯრედებში გლუკოზის ტრანსპორტს; ზრდის კოლაგენის სინთეზს, ასტიმულებს უჯრედების პროლიფერაციას. ამგვარად სოლკოსერილი გელი და მალამო იცავენ ქსოვილებს ჰიპოქსიისაგან და საკვები ნივთიერებების დეფიციტისაგან, ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

ჩვენებები

სოლკოსერილის გელი დამატებითი კომპონენტების სახით არ შეიცავს ცხიმებს. ამის გამო იოლად ირეცხება. სოლკოსერილის გელი ხელს უწყობს გრანულაციური ქსოვილის წარმოქმნასა და ექსუდატის ლიკვიდაციას. Aამის გამო სოლკოსერილის გელი გამოიყენება მკურნალობის საწყის ეტაპზე და ისმევა ახალ ჭრილობებზე, ჭრილობებზე თხიერი გამონაყოფით, ან ჭრილობებზე რომლებიც მიდრეკილი არიან დასველებისაკენ. სოლკოსერილის გელის გამოყენების შემდეგ (ნაზი გრანულაციების წარმოქმნის და ჭრილობის გაშრობის მომენტიდან) რეკომენდებულია სოლკოსერილის მალამოს გამოყენება. სოლკოსერილის მალამო დამატებითი კომპონენტების სახით შეიცავს ცხიმებს, ამის გამო წარმოქმნის დამცავ აპკს ჭრილობის ზედაპირზე. სოლკოსერილის მალამო უპირველეს ყოვლისა გამოიყენება მშრალი ჭრილობების შემთხვევაში. როგორც წესი სოლკოსერილის მალამო გამოიყენება სოლკოსერილის გელის გამოყენების შემდეგ ნაზი გრანულაციების წარმოქმნის მომენტიდან.

სოლკოსერილის გელი/მალამო გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

უმნიშვნელო დაზიანებები (დაჟეჟილობები,ნაკაწრები) 1 და 2 ხარისხის დამწვრობები (მზის და თერმული დამწვრობები) მოყინვები ძნელად შეხორცებადი ჭრილობები (მათ შორის ტროფიკული წყლულები და ნაწოლები) ქსოვილების სხვადასხვა წარმოშობის ტროფიკული დაზიანების დროს სოლკოსერილის გელი/მალამო გამოიყენება მხოლოდ ნეკროზული ქსოვილების მოცილების შემდეგ.

უკუჩვენებები

სოლკოსერილის გელი/მალამო უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება

სოლკოსერილის გელი/მალამო გამოიყენება ადგილობრივად. სოლკოსერილის გელი/მალამო დაიტანება უშუალოდ ჭრილობის ზედაპირზე ჭრილობის წინასწარი გასუფთავებისა და ანტისეპტიკური ხსნარით გაწმენდის შემდეგ. ტროფიული წყლულებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სოლკოსერილით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია წინასწარ ქირურგიული დამუშავების ჩატარება.

სოლკოსერილი გელი ისმება ახალ და ჭრილობებზე გამონადენით, აგრეთვე ტროფიკულ წყლულებზე და გამოიყენება მხოლოდ დასაწყის ეტაპზე. ისმევა გასუფთავებულ ჭრილობაზე თხელი ფენის სახით 2-3 დღეში. ეპითელიზაციის დაწყებისას იწყებენ სოლკოსერილის მალამოს წასმას. გელის გამოყენება გრძელდება ჭრილობაში გრანულაციის გაჩენასა და მის გაშრობამდე

სოლკოსერილის მალამო მოწოდებულია მშრალი ჭრილობებისათვის. იგი ისმება სუფთა ჭრილობაზე დღეში 1-2 ჯერ. შეიძლება გამოყენებულ იქნას ნახვევების ქვეშ. მკურნალობა გრძელდება ჭრილობის სრულ შეხორცებამდე და ელასტიური ნაწიბურის გაჩენამდე. ტროფიკული წყლულების მკურნალობისას პარალელურად გამოიყენება სოლკოსერილის პარენტერალური ინექციები.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სოლკოსერილის გელი/მალამოს ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან დადგენილი არ არის

გვერდითი მოქმედება

- იშვიათ შემთხვევებში სოლკოსერილის გელი/მალამოს წასმის ადგილას შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია გამონაყრისა და დერმატიტის სახით. ამ დროს მისი ხმარება უნდა შეწყდეს.

- სოლკოსერილის გელის წასმის ადგილას შეიძლება აღინიშნოს წვის ხანმოკლე შეგრძნება. თუ იგი სწრაფად არ გაივლის სოლკოსერილის გელის გამოყენება უნდა შეწყვეტილ იქნას.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები დაფიქსირებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

- სოლკოსერილის გელი/მალამო არ უნდა გამოვიყენოთ დაბინძურებულ ჭრილობაზე, რადგან იგი არ შეიცავს ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებას;

- სოლკოსერილის გელი/მალამო სიფრთხილით გამოიყენება ალერგიისადმი წინასწარ განწყობის შემთხვევაში;

- სოლკოსერილის გელი/მალამოს გამოყენება, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებისა არ არის სასურველი ორსულობისა და ლაქტაციის დროს და დასაშვების მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში;

- სოლკოსერილის გელი/მალამოს წასმის ადგილას სიწითლის, ჭრილობიდან გამონადენის გაჩენისა და ტემპერატურის აწევის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია;

- სოლკოსერილის გელი/მალამოს ხმარებისას 2-3 კვირის მანძილჩე მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს

გამოშვების ფორმა

სოლკოსერილის გელი 20გ ტუბში

სოლკოსერილის მალამო 20გ ტუბში

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი უნდა ინახებოდეს 30 გრადუსზე ქვემოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი გამოშვებიდან. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

გაცემის პირობები

გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი

ლეგასი ფარმაცევტიკალს შვეიცარია გმბჰ., 4127, რურჰბერგშტრასსე 21, ბირსფელდენი, შვეიცარია