სუმეტროლიმი
SUMETROLIM
ყოველი ტაბლეტი შეიცავს სულფამეტოქსაზოლის 400 მგ. და ტრიმეტოპრიმის 80 მგ. აქტიური კომპონენტების სახით.
სხვა კომპონენტები: კარტოფილის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, გლიცერინი, სტეარინის მჟავა.
რა არის სუმეტროლიმის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება:
სუმეტროლიმი – ანტიმიკრობული ნივთიერებების კომბინაციაა. ის გამოიყენება მრავალი ინფექციების სამკურნალოდ:
• ზემო სასუნთქი გზების, მაგალითად ბრონქიტის, ბრონქოექტაზური დაავადების, პნევმონიის, სინუსიტის, შუა ყურის ოტიტის დროს. პრეპარატის გამოყენება აგრეთვე შეიძლება მუკოვისციდოზით დაავადებულ ავადმყოფთა ფსევდოაბდომინალური ინფექციის სამკურნალოთ.
• კუჭ-ნაწლავის ინფექციები, მაგალითად სალმონელოზი და მოგზაურების დიარეა.
• საშარდე გზების ინფექციები, რომელთა მკურნალობა შეიძლება სუმეტროლიმის ტაბლეტებით: მწვავე გაურთულებელი ბაქტერიალური ცისტიტი, ცისტიტის რეციდივების პროფილაქტიკა. მიკროფლორის მგრძნობიარობის გამოკვლევის შემდეგ, პრეპარატი ასევე სასარგებლოა ქრონიკული ცისტიტის, მწვავე ურეთრალური სინდრომის, ურეთრიტის, ქრონიკული პროსტატიტისა და მწვავე პიელონეფრიტის დროს.
• სასქესო ორგანოების ინფექცია: გონოკოკური ურეთრიტი, პროსტატიტი, ადნექსიტი, რბილი შანკრი, რომელიც გამოწვეულია Hაემოპჰილუს დუცრეყი-ით, საზარდულის გრანულემატოზი.
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია: პიოდერმია, ფურუნკულოზი, აბსცესები, ჭრილობრივი ინფექცია.
• ზოგიერთი სხვა ბაქტერიული ინფექციები (ოსტეომიელიტი, პროთეზების ინფექცია, ბრუცელოზი, ნოკარდიოზი, ცხოველებთან კონტაქტის ან მათი თავდასხმის შემდეგ კანის ინფექციები), მელიოდიოზი, ტოქსოპლაზმოზი.
სუმეტროლიმის გამოყენება ასევე შეიძლება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ იმუნიტეტის დარღვევა და შიდსი. ზოგჯერ ექიმები იყენებენ სუმეტროლიმს ნეიტროპენიით დაავადებულების ანტიმიკრობული პროფილაქტიკისათვის, ასევე პირის ღრუს, ხახის და/ან ნაწლავური ტრაქტის ფლორის კორეგირებისათვის.
სუმეტროლიმის ტაბლეტის მიღება:
არ მიიღოთ ეს პრეპარატი თუ:
- თქვენ გაგაჩნიათ ალერგია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- ალერგია სულფანილამიდების წარმოებულების, სულფანილშარდოვანას და თიაზიდური დიურეზული საშუალებების და ანტიდიაბეტური პრეპარატების მიმართ;
- ხართ ორსულად, ან გეგმავთ მას ან ძუძუთი კვებავთ ბავშს;
- გაქვთ მწვავე ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღვიძლის მძიმე პორფირია;
- თქვენ გაქვთ სისხლის მძიმე დაავადება, სისხლწარმოქმნის დარღვევა, ანემია ფოლის მჟავას დეფიციტით ან გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობა.
- თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ექიმი დაგინიშნავთ ზოგიერთ ლაბორატორიულ გამოკვლევას კრეატინინის კლირენსის შემოწმებისათვის თქვენთვის პრეპარატის დანიშვნის გადაწყვეტილებამდე. ეს ექიმს დაეხმარება დოზის დანიშვნაში (იხ. ასევე პ. 3 “როგორ მივიღოთ პრეპარატი.”). პაციენტებმა თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი. სუმეტროლიმის მიღება შეიძლება პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი.
- ნუ მისცემთ ამ სამკურნალო საშუალებას დღენაკლულ ახალშობილებს, 1 წლამდე ასაკის ბავშვებს, ან 6 კვირამდე ასაკის ჯამრთელ ახალშობილებს. ამ პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის 3 თვის ასაკამდე შეიძლება მხოლოდ რისკისა და სარგებელის გულდასმით თანაფარდობის ანალიზის შემდეგ.
- ბავშვებისთვის 6 წლამდე რეკომენდებულია სუმეტროლიმის სიროფის მიღება
თუ თქვენ არ იცით თუ რა დაავადებები გაქვთ გადატანილი, ჩაიტარეთ ექიმთან კონსულტაცია.
სუმეტროლიმის გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს
აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს თქვენი ნებისმიერი დაავადების და მდგომარეობის შესახებ, რომლის შესახებაც ექიმი არ არის საქმის კურსში.
ამ პრეპარატის მიღების წინ შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ გქონდათ რაიმე არასასურველი რეაქცია პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში “რას შეიცავს თქვენი წამალი?”
ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ ლაბორატორიული გამოკვლევები თირკმელების ფუნქციის შესამოწმებლად. ეს მნიშვნელოვანია თქვენი პრეპარატის საჭირო დოზის განსაზღვრისათვის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ადრე გქონდათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ექიმს შეუძლია პერიოდულად შეამოწმოს სისხლში სულფამეტოქსაზოლის და ტრიმეტოპრიმის დონე.
ზოგიერთ შემთხვეაში, ექიმს შეუძლია ჩაატაროს რამოდენიმე ტესტი მგრძნობელობაზე, რათა დარწმუნდეს რომ ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმები მგრძნობიარეა სუმეტროლიმის მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სუმეტროლიმი არ მოქმედებს ზოგიერთ მიკროორგანიზმებზე, რის გამოც საჭიროა სხვა ანტიბიოტიკის მიღება.
პრეპარატ სუმეტროლიმის მიღების წინ უნდა გაარკვიოთ:
• იღებთ თუ არა ალკოჰოლურ სასმელს დიდი ოდენობით?
• გაქვთ თუ არა იმუნიტეტის დარღვევა (შიდსი)?
• გიტარდებათ ჰემოდიალიზი?
• დაავადებული ხართ დაავადებით რომელსაც ჰქვია – პორფირია?
• თქვენ გაქვთ ჩატარებული ორგანოს ტრანსპლანტაცია და თქვენ ამ მიზეზით ღებულობთ რომელიმე სამკუნალო საშუალებას?
რომელიმე ასეთ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ექიმს შეატყობინეთ. თუ თქვენ ზუსტათ არ იცით თქვენი დაავადებები, ჰკითხეთ რჩევა ექიმს. თუ თქვენ გაგაჩნიათ ზემოთხსენებულიდან ერთ-ერთი მდგომარეობა, თქვენ შეგიძლიათ სუმეტროლიმის ტაბლეტების მიღება, მაგრამ საჭიროა დიდი სიფრთხილე.
თუ თქვენთვის დანიშნულია პრეპარატ სუმეტროლიმით ხანგრძლივი თერაპიის კურსი, ექიმს შეუძლია შეამოწმოს სისხლის უჯრედების ოდენობა (ასევე თრომბოციტები), და თირკმელების და ღვიძლის ფუნქციები.
აუცილებლად მიიღეთ წყლის ან სხვა სითხის საჭირო ოდენობა პრეპარატ სუმეტროლიმის მიღების დროს. რეკომენდებულია არა ნაკლებ 1,5 ლიტრი სითხის მიღება დღეში.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მზის სხივებისადმი მგრძნობელობა, რის გამოც მოერიდეთ პირდაპირ მზის სხივებს, თუ კანი არ არის დაფარული ტანსაცმლით და/ან არ ღებულობთ კანის დამცავ პრეპარატებს.
იმ შემთხვევაში თუ ამ პრეპარატის მიღების დროს თქვენ გეწყებათ მძიმე და ხანგრძლივი დიარეა, სასწრაფოდ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი მკურნალობა (იხ. ასევე პ. 4).
თუ ზემოთჩამოთვლილი აღგენიშნებოდათ ადრე, მიმართეთ ექიმს.
სუმეტროლიმის ტაბლეტის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად.
მიიღეთ ეს ტაბლეტი ჭამის შემდეგ სითხის დიდი რაოდენობის მიყოლებით.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
არ მიიღოთ ეს პრეპარატი თუ თქვენ ფეხმძიმედ ხართ, გეგმავთ ფეხმძიმობას ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
ტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.
ჩვეულებრივ ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა უსაფრთხოა სუმეტროლიმის ტაბლეტის მიღების დროს. არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც ხელს გიშლით შეასრულოთ ამგვარი სამუშაო, მიმართეთ ექიმს.
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ეხება ასევე პრეპარატებს, რომლებსაც ღებულობდით ადრე, ან მათი მიღება იგეგმება მომავალში.
გთხოვთ შეატყობინოთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ ურეცეპტოდ იღებდით რომელიმე სამკურნალო საშუალებას.
სუმეტროლიმის ტაბლეტის მიღების წინ შეამოწმეთ, იყენებთ თუ არა ქვემოჩამოთვლილ პრეპარატებს:
- ვარფარინი და კუმარინები (შედედების საწინაამღდეგო პრეპარატები).
- პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ შაქრის დონეს სისხლში (სუმეტროლიმს, როგორც სხვა სულფანილამიდებს, შეუძლიათ გააძლიერონ სიხლში გლუკოზის დონის დაქვეითება პერორალური ანტიბიოტიკების შეყვანის დროს. ამიტომ საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის ხშირი კონტროლი).
- ფენიტოინი (კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატი).
- ციკლოსპორინი (პრეპარატი რომელიც ინიშნება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ).
თუ თქვენ მიიღებთ ნებისმიერ ზემოთხსენებულ პრეპარატს, მიმართეთ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს, უსაფრთხოა თუ არა თქვენთვის პრეპარატ სუმეტროლიმის მიღება.
ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების მიღება შეიძლება ერთდროულად სუმეტროლიმის ტაბლეტებთან ერთად, მაგრამ საჭიროა დიდი სიფრთხილე.
- აცეტაზოლამიდური დიურეზულები (მათ შეუძლიათ შეასუსტონ სუმეტროლიმის ეფექტი).
- ამანტადინი – ანტივირუსული და ანტიპარკინსონული პრეპარატი (ერთდროული მიღება აქვეითებს ამანტადინის და ტრიმეტოპრიმის დონეს).
- დიგოქსინი – გულის უკმრისობის სამკურნალო პრეპარატი (სუმეტროლიმს შეუძლია გაზარდოს სისხლში დიგოქსინის დონე, განსაკუთვრებით ხანდაზმულ ავადმყოფებში).
- მეტოტრექსატი – კიბოს სამკურნალო პრეპარატი (სუმეტროლიმს შეუძლია ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკის მომატება).
- ინდომეტაცინი, ფენილბუტაზონი, სალიცილატები, ნაპროქსენი და სხვა არასტეროიდული, ანთების საწინაამღდეგო პრეპარატები (ისინი აძლიერებენ სულფანილამიდების ტოქსიკური მოქმედების რისკს).
- პროკაინამიდი – არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატი (ზრდის პროკაინამიდინის დონეს სისხლში).
- პირიმეთამინი – მალარიის საწინააღმდეგო საშუალება (მეგალობლასტური ანემიის რისკის მომატება).
- თიაზიდური დიურეზულები – შარდმდენი ტაბლეტები (ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია სისხლჩაქცევა კანში, სისხლში თრომბოციტების რიცხვის დაქვეითებასთან დაკავშირებით).
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (სუმეტროლიმი ამცირებს მათ ეფექტს).
როგორ უნდა მივიღოთ სუმეტროლიმის ტაბლეტები.
მიიღეთ ეს პრეპარატი ყოველ დღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ეს უზრუნველყოფს პრეპარატის ოპტიმალურ ეფექტს. ამის გარდა, ეს თქვენ დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ ტაბლეტის მიღების დრო.
თუ ექიმმა არ გამოგიწერათ სხვაგვარად, სუმეტროლიმის ტაბლეტი უნდა მიიღოთ შემდეგი დოზებით:
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზემოთ: ჩვეულებრივი საწყისი დოზა – 2 ტაბ. დღეში 2-ჯერ (დილით და საღამოს) ჭამის შემდეგ, დააყოლეთ წყალი დიდი რაოდენობით. რთულ შემთხვევებში შეიძლება უფრო დიდი დოზების შეყვანა – 2X3 ტაბ.-მდე. შემანარჩუნებელი თერაპიის საჭიროებისამებრ 14 და მეტი დღის განმავლობაში რეკომენდებულია თითოეული ტაბლეტის ყოველდღიური მიღება 2-ჯერ დღეში.
ბავშვებში: როგორც წესი, რეკომენდებული დღეღამის დოზა შეადგენს ტრიმეტოპრიმის 6 მგ და სულფამეტოქსაზოლის 30 მგ. სხეულის წონის 1 კგ.-ზე. ეს დოზა უნდა გაანაწილოთ 2 მიღებაზე.
6 წლამდე ბავშვებში რეკომენდებულია სუმეტროლიმის სიროფის მიღება. რეკომენდებული დღე-ღამის დოზა ბავშვებისათვის 6-12 წლამდე: 2-ჯერ 1-ტაბლეტის ¾ -ი.
მკურნალობის კურსის ხანგრძლიობა: მწვავე ინფექციის დროს (გონორეის გამონაკლისით) რეკომენდებულია პრეპარატის მიღება მინიმუმ 5 დღის განმავლობაში. შესაძლებელია პრეპარატის მიღება დაავადების სიმპტომების გაქრობიდან არა ნაკლებ 2 დღის შემდეგ. სამდღიანი მკურნალობის კურსი შეიძლება იყოს საკმარისი, გაურთულებული, მწვავე ცისტიტით დაავადებული ქალებისათვის, ბავშვებს კი ამ დაავადებით პრეპარატი უნდა მიეცეთ 5-7 დღის განმავლობაში. ისეთი დაავადებები, როგორიცაა პროსტატიტი და მწვავე ბრუცელოზი, საჭიროებენ არა ნაკლებ 4-კვირიან მკურნალობას, ნოკარდიოზის მკურნალობის კურსი კი უფრო ხანგრძლივია.
გაურთულებელი გონორეის შემთხვევები: შესაძლებელია ერთდღიანი მკურნალობის კურსი დოზით 2X5 ტაბლეტი (დილით და საღამოს). სხვა შესაძლებელი ვარიანტი – ორდღიანი კურსი დოზით 2X4 ტაბლეტი.
პნევმონიის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Pneumocystis carnii-ით, საჭიროა ტრიმეტოპრიმის 20 მგ. და სულფამეტოქსაზოლის 100 მგ-ს მიღება 1კგ. წონაზე დღე-ღამის განმავლობაში (15-16 ტაბლეტი). ეს დოზა საჭიროებს განაწილებას 2 ან მეტი მიღებისათვის, მკურნალობა კი გრძელდება 14-21 დღემდე.
Pneumocystis carnii-ის ინფექციის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებს რისკის ჯგუფიდან უნდა მიეცეს 2 ტაბლეტი დღეში. ამის მაგივრად შეიძლება დღეში 2 ტაბ. 2-ჯერ დღეგამოშვებით მიღება. პროფილაქტიკური დოზა ბავშვებში უნდა იყოს
გაანგარიშებული ბავშვის წლოვანებისა და სხეულის წონის მიხედვით და იგი ენიშნება ერთხელ ან მიყოლებით 3 დღის განმავლობაში (ზედიზედ). ასეთი მკურნალობა მიახლოებით ექვივალენტურია ტრიმეტოპრიმის 150 მგ/მ2 და სულფამეტოქსაზოლის 750 მგ/მ2 დოზების. ტრიმეტოპრიმის და სულფამეტოქსაზოლის დღე-ღამის მაქსიმალური დოზები შეადგენენ 320 და 1600 მგ. შესაბამისად.
პაციენტებმა თირკმელების ფუნქციის დარღვევით უნდა მიიღონ შემდეგი დოზები:
შრატის კრეატინინი | სადღეღამისო დოზა (ჩვეულებრივი დოზის %) | მიღების სიხშირე |
კლირენსი (მლ./წუთი) | μმოლი/ლ. /ლ. |
|
|
> 25 | მამაკაცები: < 265 | 100 | ყოველი 12 საათი |
15-25 | მამაკაცები: 265-620 | 50 | ყოველი 12 საათი |
<15 | მამაკაცები: > 620 | პრეპარატის მიღება |
|
*გამონაკლისი - ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები.
ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისათვის შესაძლებელია ჩვეულებრივი დოზის ½ მიღება ჰემოდიალიზის წინ. ამის შემდეგ შეიძლება უკვე შეყვანილი დოზის 50 % მიღება. ჰემოდიალიზი გრძელდება 4 საათი; ამ დროის განმავლობაში ორგანიზმიდან გამოიყოფა ტრიმეტოპრიმის უკვე შეყვანილი დოზის 44 % და სულფამეტოქსაზოლის დოზის 57%. იმ დღეებში, როდესაც ჰემოდიალიზი არ ტარდება, არ ღირს სუმეტროლიმის მიღება.
ხანდაზმული პაციენტებისათვის სუმეტროლიმის გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს, რადგან გვერდითი ეფექტები ძირითადათ ხშირად აღენიშნება ხანდაზმულ პაციენტებს, მითუმეტეს თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევით, და თანხლები სამკურნალო თერაპიის დროს.
თუ თქვენ გექმნებათ ისეთი შთაბეჭვდილება, რომ სუმეტროლიმი ავლენს ძალიან ძლიერ ან ძალიან სუსტ ეფექტს, მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა იმისათვის რომ აინაზღაუროთ გამოტოვებული დოზები.
გადაჭარბებული დოზირება
სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ჭვალი, მხედველობის დარღვევა, ცნობიერების დარღვევა, ციება, პეტექიები, პურპურა, კანის გაყვითლება, ძვლის ტვინის ფუქციის დათრგრუნვა. სისხლწარმოქმნის დათრგუნვა ჩვეულებრივად ვითარდება გვიან. შესაძლებელია ჰემატურია (სისხლი შარდში), კრისტალების გამოყოფა და ანურია.
მკურნალობა: სიმპტომატური თერაპიის დამატებით, რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და ღებინების სტიმულაცია, ასევე ფორსირებული დიურეზი. შარდის გატუტიანებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სულფამეტოქსაზოლის გამოყოფას, თუმცა ტრიმეტოპრიმის გამოყოფის შესაძლო დაქვეითებით. სუმეტროლიმის ორივე
კომპონენტი მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს, ხოლო პერიტონეალური დიალიზი კი არ არის ეფექტური მისი კომპონენტების გამოყოფისთვის. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების დროს შეიძლება სტეროიდული ჰორმონების დანიშვნა. პრეპარატ სუმეტროლიმის მაღალი დოზების ხანგრძლივი
მიღების შემდეგ, ძვლის ტვინის დათრგუნვის მკურნალობა შეიძლება ლეიკოვორინით დღეღამურ დოზებში 5-15 მგ. ნორმალური სისხლწარმოქმნის აღდგენამდე.
შესაძლებელი გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატი, სუმეტროლიმს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
ქვემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების დროს, შეწყვიტეთ პრეპარატ სუმეტროლიმის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ახლო მდებარე საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
- ტუჩების ან ხახის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით.
- კოლაფსი.
ეს გვერდითი ეფექტები მძიმეა, მაგრამ ვლინდება იშვიათად. მათი არსებობა შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენ გაგაჩნიათ მძიმე ალერგიული რეაქცია სუმეტროლიმზე. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
- კანის გაწითლება, გამონაყარი და ქავილი: ეს სიმპტომები შეიძლება იყოს გამოწვეული ალერგიული რეაქციით. შეწყვიტეთ სუმეტროლიმის მიღება და მიმართეთ ექიმს.
თუ პრეპარატის მიღების დროს თქვენ დაგეწყებათ მძიმე ან ხანგრძლივი დიარეა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. შესაძლებელია დაგჭირდეთ დამატებითი მკურნალობა (იხ. ასევე პ. 2).
ყველაზე ხშირი არასასურველი ეფექტები:
- გულისრევა, ღებინება, დიარეა და ანორექსია. იშვიათ შემთხვევებში შეიძლევა განვითარდეს ენისა და პირის ლორწოვანი გარსის გავრცელებული ანთება. სუმეტროლიმს შეუძლია გამოიწვიოს პაციენტების მდგომარეობის გაუარესება ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლში ბილირუბინის დონის გაზრდას და სისხლის შრატის ტრანსამინაზების აქტივობის მომატებას.
- შესაძლებელია ზემგრძნობელობა და კანის სხვადასხვა ცვლილებები. შესაძლებელია ასევე ალერგიული რეაქციების განვითარება, მაგალითად წამლისმიერი ციება და ანგიონევროზული შეშუპება.
- შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა. იშვიათ შემთხვევებში კუნთების მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვა და პერიფერიული ნერვების ანთება.
- შესაძლებელია სისხლის ზოგიერთი ფორმიანი ელემენტების რაოდენობის ცვლილება (მაგალითად თრომბოციტების და/ან ლეიკოციტების რიცხვის შემცირება, მაგრამ ეს პარამეტრები უბრუნდება ნორმის ფარგლებს სუმეტროლიმის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ადრე არსებული ფოლის მჟავას და B12 ვიტამინის დეფიციტი ხელს უწყოფს ანემიის განვითარებას და სხვა გართულებებს. როგორც წესი, ხანდაზმულ პაციენტებში რომლებიც იღებენ ჭარბად ალკოჰოლს, და რომლებსაც გააჩნიათ ქრონიკული დაავადებები, ან რომლებიც იღებენ ფენიტოინს, უფრო ადვილად მიდრეკილნი არიან სისხლის მხრივ სერიოზული გვერდითი ეფექტებისადმი პრეპარატ სუმეტროლიმის მიღების დროს.
- პაციენტები, რომლებსაც ადრე ჰქონდათ გადატანილი თირკმელების დაავადებები, გააჩნიათ თირკმელების ანთების განვითარების რისკი. შარდში კრისტალების წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, პრეპარატ
- სუმეტროლიმით მკურნალობის კურსის დროს რეკომენდებულია წყლის ან სითხის დიდი რაოდენობის მიღება.
- სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება და ნატრიუმის დონის დაქვეითება შესაძლებელია ხანდაზმულ პაციენტებში ან სუმეტროლიმის დიდი დოზის მიღების დროს.
- შეიძლება წარმოიშვას ტკივილი კუნთებში და/ან სასხრებში.
ყველანაირი გვერდითი ეფექტების დროს, რომელიც არ არის მოხსენებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს შეკვრაში მიღების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 15°C-25°C.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუღწეველ ადგილას!
ვარგისიანობა
ვარგისიანობა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლისას, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქებიდან გამოშვების პირობები
რეცეპტით.
მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა ეგისი სს
უნგრეთი