უფასო გასინჯვების აქცია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში

19 ივნისს ქირურგიის ეროვნული ცენტრის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა უფასო გასინჯვების აქცია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში, დევნილთა დასახლებაში.

სხვადასხვა სპეციალისტების დახმარებით და სადიაგნოსტიკო კვლევებით მოსახლეობას ადგილზე გაეწია შესაბამისი კვალიფიციური დახმარება, გაიცა და დარიგდა „ავერსი-რაციონალის“ წარმოების მედიკამენტები, ასევე, მხედველობის მაკორექტირებელი სათვალეები.

რეგიონებში ამ ტიპის ღონისძიებებით ქირურგიის ეროვნული ცენტრი წლების განმავლობაში ახორციელებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!