ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ფსიქოლოგია
ფსიქიკური აშლილობა - ფსიქოლოგია
კითხვა: გამარჯობა კითხვა მაქვს ფსიქიატრთან,ვინაიდან ჯერ ჯერობით ვერ ხერხდება უშუალოდ მასთან ვიზიტი გთხოვთ მიპასუხოთ, რას ნიშნავს როდესაც ადამიანი ამბობს უყურებს ადამიანებს და შეგრძნება აქვს თითქოს არ არსებობენ, ახლობელი ადამიანები ოჯახის წევრები ეუცხოვება, აღნიშნავს რომ ზოგჯერ საკუთარი სხეულის ნაწილები აშინებს ასევე აშინებს ადამიანები, მთელი დღე აქვს შფოთვის შეგრძნებები, საუბარია 26 წლის ქალზე, გთხოვთ აგვიხსნათ რა მდგომარეობაა და შესაძლებელია თუ არა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, საჭიროა თუ არა ფსიქოტროპული საშუალება.დიდი მადლობაა
ვიზიტი სპეციალისტთან - ფსიქოლოგია
კითხვა: გამარჯობა ვარ 19 წლის ბიჭი ნაწლავური იმფექცია მქონდა და მკურნალობის მერე ისევ ძაან სუსტად ვარ ნერვიულიც ვარ და ვინერვიულე საკმაოდ პატარა რამეზე ვღიზიანდები ემოციურად ვლაპარაკობ ოღონდ სულ არა მომივლის ხოლმე უკვე ისევარ თან მეშინია გარეთ გასვლა რო გავდივარ ისედაც დასუსტებული ნერვებსაც ვყვები თითქოს რაღაც კიდე მჭირს ისეთი და უფრო მაცლის ენერგიას სხვისი ემოციური ლაპარაკმაც შეიძლება იმოქმედოს როგორ გამოვიყვანო ესეთი მდგომარეობიდან თავი და ნერვოზმა იცის თითქოს რო ვერ სუნთქაავ? გთხოვთ მითხარით რაიმე ტკბილი სიტყვა, რჩევა იქნებ დავმშვიდდე
ობსესიურ – კომპულსიური აშლილობა (ოკა) - ფსიქოლოგია
კითხვა: გამარჯობა მე 18 წლის გოგონა ვარ და დაახლოებით უკვე 1.5წ ია მჭირსე.წ აკვიატებული აზრები გამეორებითი ფრაზები და საშინელი მანიაკალური აზრები იქნებ მირჩიოთ ვინმე კარგი ფსიქო ნევროლოგი.
შფოთვითი აშლილობა - ფსიქოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, მაქვს შფოთვითი აშლილობა, შიშები მაქვს რომ რამე დაავადება არ დამემართოს, ახლა მეშინია შიზოფრენია არ დამემართოს, დავდივარ ფსიქოლოგთან , რომელმაც მითხრა რომ ფსიქიატრიაში ერთი მდგომარეობა არ გადადის მეორე მდგომარეობაში , ანუ მე რაც მაქვს სხვა მდგომარეობაში ვერ გადავა , მაგრამ მაინც მეშინია იქნებ მითხრათ თქვენც ხომ არ გადავა ჩენი ეს აკვიატებული მდგომარეობა შიზოფრენიაში ან ფსიქოზში?
ვიზიტი ნეიროფსიქოლოგთან - ფსიქოლოგია
კითხვა: მოგესალმებით. ჩემს 81 წლის დედას შეხვდა გერპესვირუსი . აქვს გართულებული ფორმით. გამონაყარი აქვს მუცლის და წელის მიდამოებში. რაიონში იყო მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში 10 დღით ახლა სახლშია. ვუმუშავებთ"ზელიონკით დ ზოვარექსის მალამოთი. ასევე ვასმევთ აციკლოვირს. ყველაფერს ისიც ართულებს , რომ არის ნაინსულტარი, კარდიოლოგიური პრობლემებით. ამ ვირუსის შემდეგ გონება აერია. შეიძლება რომ მირჩიოთ? ტვინის მკურნალი?
ფობია- ფსიქოლოგია
კითხვა: გამარჯობა.ბოდიში ვრცელი წერილისთვის. მტანჯავს ფობიური ნევროზი.მკურნალობა ვცადე არაერთხელ. დავდიოდი ნევროლოგთან, ფსიქოთერაპევტთან, ფსიქიატრთან, მაგრამ ამაოდ. ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემს თავს მე უნდა ვუშველო, რაც არ გამომდის. ვარ 26 წლის.3 წლიდან ასე ვარ. გამუდმებულ შიშში ვცხოვრობ. ერთი წლის წინ დამეწყო ცოფის ფობია(სულ სხვა და სხვა რამეს ვიკვიატებ). მაშინ კნუტმა დამისვა შარვალზე ბრჭყალი. ფეხზე გაწითლებული ადგილიც კი ვერ ვიპოვე, რომ დამემუშავებინა, ვაცნობიერებდი, რომ ტყუილად მეშინოდა. თვეების მანძილზე მეჩვენებოდა, რომ ცოფის სიმპტომები მქონდა და ყოველდღიურ კოშმარში ვიცხოვრე. მერე კარდიოფობიაზე გადავიტანე ყურადღება. ახლა ისევ ცოფის ფობია მტანჯავს 5 დღეა. გაციებული ვიყავი და სახლიდან არ გავდიოდი. ერთ დღეს ხელზე აღმოვაჩინე ნაკაწრი. ვერ გავიხსენე საიდან გაჩნდა ეს ნაკაწრი. რადგან სახლში ვიჯექი , გამოვრიცხე, რომ რამე ცხოველს გავეკაწრე, არ მყავს შინაური ცხოველები, მაგრამ მერე ჩამერთო ფანტაზია, რომ რამე შემოიპარა და ძილში გამკაწრა. ამის მერე ყოველწამიერ ჯოჯოხეთში ვარ. მგონია, რომ გაცოფება არ ამცდება. დღეს გაკაწრული ადგილი მექავება და მტკივა მთელი დღეა. ნაკაწრი თითქმის გაქრა. ვიცი, რომ ცოფის პირველი სიმპტომი ასეთია და ისიც ვიცი, რომ ეს ცოდნა მოქმედებს ჩემს წარმოსახვაზე, მაგრამ შეგრძნებები იმდენად რეალურია, რომ ვეღარ ვარჩევ, რა მეჩვენება და რა არა. ოჯახის წევრებს სასაცილოდ არ ჰყოფნით ჩემი შიშები, რაც საერთოდ მანადგურებს. არცერთმა სპეციალისტმა სერიოზულად არ აღმიქვა, რადგან არ მაქვს უნარი სრულად გამოვამჟღავნო ჩემი უმძიმესი მდგომარეობა. რა ვქნა? ვის მივმართო? რა სახის თერაპია მჭირდება? გყავთ თუ არა ნევროლოგი, რომელსაც შეუძლია ჩემი სერიოზულად აღქმა და დახმარება?და მჭირდება თუ არა მედიკამენტები?
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.