კარდიოლოგია

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - კარდიოლოგია


კორონოგრაფია - კარდიოლოგია

კითხვა: ჩემს მეუღლეს 61წლის 2002 წელში ჩაუტარდა გულის შუნტირების ოპერაცია. მას შემდეგ სისტემატიურად მკურნალობას,იღებს წამლებს.ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაუუარესდა მდგომარეობა.განდევნის ფრაქცია აქვს 20. აწუხებს ტკივილები მარჯვენა იღლიის მიდამოში,მარჯვენა მხარზე,მუცლის არეში,სუნთქვა პერიოდულად გაძნელებულია .ტკივილგამაყუჩებლის გაკეთების შემდეგ ტკივილი კონკრეტულ ადგილზე გადის მაგრამ მაშინვე სხვა ადგილზე ჩნდება.წნევა 100/60. სატურაცია 99. რეკენდაცია გვაქვს კორონაროგრაფიის გაკეთებაზე. გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად შესაძლებელია ამ პროცედურის ჩატარება რამეთუ იგივე კვლევა ორჯერ აქვს ჩატარებული 2010წ და 2014წ და ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა სტენტის ჩადგმა და რას უკავშირდება ეს გაუსაძლისი ტკივილები.

იხილეთ პასუხი

ვიზიტი გინეკოლოგთან - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ჩემმა გოგონამ იმშობიარა ერთი თვის წინ,გართულების გარეშე,მხოლოდ მშობიარობისას დაფიქსირდა მაღალი წნევა 160-100,მანამდე არ ქონდა მაღალი წნევა,ახლა მშობიარობიდან ამ ოთხ კვირაში ხშირად აქვს 150-100 ,გავიკეთეთ ყველა ანალიზი პასუხები კარგია ვის მივმართო ?მადლობა

იხილეთ პასუხი

ძილის აპნოე - კარდიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.ჩემი ქმარი სასტიკად ხვრინავს,ძილში აჩერებს სუნთქვას და შემდეგ რამოდენიმე წამში თვითონვე ამოისუნთქავს.მაინტერესებს რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს (ოტორინოლარინგოლოგთან ვიყავით,იქ არანაირი პრობლემა),შემდეგ ვის მივმართოდ,დამაკვალიანეთ..... P. ვფიქრობ წონის ბრალიც უნდა იყოს,სიმაღლე 1.79 და წონა 106 კგ.მადლობა წინასწარ....

იხილეთ პასუხი

ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: ერთი კვირაა მაქვს მაღალი წნევა 170/90 დავლიე კაპტოპრილი მაგრამ გულის წნევა 85 ქვევით არ ჩამოდის.შაქარი უზმოზე პერიოდულად ვიზომე 120, 135.140. ჭამის შემდეგ 170.180.177 ღამის 3 საათზე ამწუთში წნევა 170/95 და შაქარი 145 .მიბრუჟდება ენა ტუჩები ბატელი სხეული მტკივა.რა მივოღო ან რა ვქნა მადლობთ წინასწარ.

იხილეთ პასუხი

სუნთქვის უკმარისობა - კარდიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მაქვს სუნთქვის პრობლემა, თუმცა არა ყოველდღიური, როდესაც ძალიან ცხელა საშინლად მიჭირს სუნთქვა ასე მგონია ყელში რამეს მიჭერენ და ამოსუნთქვა ძალიან მიძნელდება. იგივე მემართება ძალიან სიცივის დროს, ასევე კვამლის დროს და ნერვიულობისას, ვარ მეძუძური დედა, რისი ბრალი შეიძლება იყოს? კიდევ ერთი შეკითხვა: თვალების სიმშრალე მაქვს განსაკუთრებით უძილო ღამის შემდეგ და მზეზე, რა შეიძლება ჩავიწვეთო. გმადლობთ წინასწარ

იხილეთ პასუხი

არითმია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა, პერიოდულად მიჩქარდებოდა გულის ცემა მაჯა ადიოდა 150-200 მდე,მაგრამ პატარა პერიოდის შემდეგ მაგ.20/30 წუთის შემდეგ ჩადგებოდა ნორმაში, ერთი კვირის წინ საჭმლის ჭამის დროს ცუდად ვიგრძენი თავი და საწოლზე წამოვწექი, ამიჩქარდა მაჯის ცემა ავიდა 200-მდე და მიუხედავად წამლების/ბეტალოკი/ მიღების ა 4 საათის განმავლობაში არ მომეხსნა,შემდეგ გამოვიძახე სასწრაფო და უკვე გადასხმების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში მომეხსნა ეს აჩქარება,მაინტერესებს რამდენად სერიოზულია ეს შემთხვევა და საჭიროების შემთხვევაში სად უკეთესია ამის გამოკვლევა, გთხოვთ მიპასუხოთ.

იხილეთ პასუხი

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს