ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ონკოლოგია
ძუძუს კარცინომა - ონკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, ვარ 47 წლის,მაქვს მარჯვენა მკერდის ჯირკვლოვანი ინვაზიური კარცინომა, მე-3 ხარისხის, მე-2 სტადია. ბიოფსიისა და ქორ-ბიოფსიის საფუძველზე დამიდგინეს.მირჩიეს მკურნალობის ორი სქემა: 1. ოპერაცია მკერდის მოკვეთა და შEმდგომ ქიმია, 2 . ქიმია, სხივები, ოპერაცია მკერდის ნაწილობრივი შენარჩუნებით დ ა სხივები. სიმაგრე 2,5 სმ-იანია და ქიმიით ჯერ დავაპატარებთ და მერე ამოვკვეთთო, თან დასაწყისში ქიმიის გამოყენება საშუალებას მოგვცემს სიმსივნე როგორ რეაგირებს ქიმიაზეო. მე არჩევანის წინაშე დამაყენეს და ვერ ვწყვეტავ, რომელი სქემა იქნება ეფექტური და სიცოცხლისათვის უსაფრთხო (მეშინია , ვიცი რომ ქიმია აზიანებს სხვა ორგანოებსაც, ასევე მკერდის ნაწილობრივმა შენარჩუნებამ არ წარმოქმნას შემდგომი გართულებები) გაკეთებული მაქვს მუცლის ღრუს და გულ-მკერდის ტომოგრაფია, ძვლების სცინტოგრაფია და ბიოფსია ლიმფური კვანძისაც , არც ლიმფაში და არც ერტ ორგანოში მეტასტაზი არ არის. გთხოვთ მირჩიეთ რომელ სქემას მივყვე. მადლობა გულისხმიერებისათვის.
ონკომარკერი - ონკოლოგია
კითხვა: ბოდიში, მეორედ ვაგზავნი კითხვას. ცA19-9 ს ეხება. ჩავაბარე სიმსივნურ ანტიგენზე ანალიზი. ერთი მომატებულია მცირედიც. ძალიან გთხოვთ მოთხარით ეს რას ნიშნავს. ვიყავი გასტროენტეროლოგთან, ონკოლოგთან. მეუბნებიან იმდენად მცირეა სხვაობა, რომ ასე არც ქონიათ პრაქტიკაში. არც მეუბნებიან გაქვს, არც არ გაქვს საწყისი ეტაპი. გთხოვთ მითხარით, არის ეს სიმსივნის საწყისი ნიშანი? ნორმაა >37, მაქვს 41.42. მადლობა წინასწარ
ვიზიტი ონკოლოგთან - ონკოლოგია
კითხვა: გამარჯობა. ... ძალიან ხალისიანი და ენერგიით სავსე . გადავწყვიტე მომეწერა თქვენთვის რადგან ჩვეულებრივი დეპრესია მაქვს . თითქოს 1 წუთში ჩაეტია ჩემი ცხოვრება. 10 იანვარს გავხდი ცუდად გონების კარგვა მქონდა. გადავედით სავადმყოფოში ქირურგიულში და გადამიღეს გულის ეხოსკოპია სადაც დაინახეს ჩრდილი . მერე გადავიღეთ კომპიუტერული ტომოგრაფია და დასკვნაში დამიწერეს "ისახება 95 მილიმეტრიანი ქსოვილი რომელიც ეკვრის გულს. " და წერია ესე ან ლიმფომა ან თიმომა არის შუასაყარში .შემდეგ მივედით ონკოლოგთან ნიუ ჰოსპიტალში დავით გიორგაძესთან და გვითხრეს ბიოფსია . გავიკეთეთ ბიოფსია ნარკოზით. და ველოდებით პასუხს. მორფოლოგიური მოვიდა და მორფოლოგიურში წერია თიმომა. მაგრამ ექიმი გვეუნება მე ლიმფომა მგონიაო. რა გზას დავადგე აღარ ვიცი .. გარეთ გახედვაც აღარ მინდა. უამრავ რამეს ვკითხულობ ინტერნეტში რომ ვისაც ლიმფომა აქვს 5 წელი ცოცხლობს . მაგრამ როდესაც ვაკვირდები რა გვერდით მოვლენები აქ ლიმფომას არაფერი მაქვს .. არც ოფლიანობა, არც წონაში კლება მადაც გადასარევი მაქვს . უბრალოდ ის დაემთხვა რო სახეზე მაქვს ერთი თვეა გამოყრილი და ბიოფსიის მერე მაქვს გულ მკერდის არეში ტკივილი.! ანალიზები კარგი მაქვს ფილტვები სუფთაა და ყველა ორგანო. მეშინია ძალიან რავქნა აღარ ვიცი იქნებ რამე მითხრათ. მკითხაობენ და მკურნალობა არასწორედ რომ დავიწყო არმინდა :(
მელანომა - ონკოლოგია
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს მელანომა სნ ზოგადად რაიმე სახის სიმსივნე ანალიზებზე რა სახით აისახება
უფასო კონსულტაცია ონკოლოგთან - ონკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით მაინტერესებს თუ გაქვთ უფასო კონსულტაცია ონკოლოგთან.
მელანომა - ონკოლოგია
კითხვა: გამარჯობა, ლოყაზე მაქვს ხალი და დიდი ხანია ლოყასთან სადღაც 1 მილიმეტრის დიამეტრზე მაქვს კანი გამობერილი. თვითონ ხალი ერთგვაროვანია, ერთი ფერის და მრგვალი უბრალოდ კანთან ერთადაა წინ გამოწეული. დღეს დამეწყო ზუსტად ამ ხალის ადგილას წვა და ხელს რო ვიდებ ძალიან მტკივა. შეიძლება რო მელანომის საფრთხე იყოს?
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.