კითხვა: გამარჯობა, ლოყაზე მაქვს ხალი და დიდი ხანია ლოყასთან სადღაც 1 მილიმეტრის დიამეტრზე მაქვს კანი გამობერილი. თვითონ ხალი ერთგვაროვანია, ერთი ფერის და მრგვალი უბრალოდ კანთან ერთადაა წინ გამოწეული. დღეს დამეწყო ზუსტად ამ ხალის ადგილას წვა და ხელს რო ვიდებ ძალიან მტკივა. შეიძლება რო მელანომის საფრთხე იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
მედიცინაში ყოველგვარ ხალს, განურჩევლად ტიპისა, ეწოდება ნევუსი.
ნევუსის ყველაზე გავრცელებული ტიპია პიგმენტური ხალები. ეს ხალები ბრტყელია ან ოდნავ წამოწეული კანის ზედაპირიდან, მომრგვალო ფორმისა, ყავისფერი. შეფერილობა დამოკიდებულია მელანოციტების რაოდენობასა და მათი მდებარეობის სიღრმეზე. შეხებისას უმტკივნეულოა და არაფრით განსხვავდება დანარჩენი კანისგან.
თუ ნევუსის გარშემო განვითარდება ნახეთქები, ქავილი, სისხლდენა, სიწითლე, ამ შემთხვევაში ის აუცილებლად უნდა შეაფასოს სპეცილისტმა, რათა დროულად გამოირიცხოს მელანომის წარმოშობა.თქვენს შემთხვევაში ,შესაძლოა არაფერი იყოს საგანგაშო ,თუმცა გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ონკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე სამშაბათს, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს დაავადების შესახებ.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/41 

გაცნობებთ, რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა