გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
თავის ტკივილი, ეროზიული გასტრიტი - გასტროენტეროლოგია
კითხვა: მაქვს თავის ტკივილი არც თუ ისე ხშირად მაგრამ თავში თითქოს შებოჭილობას ვგრძნობ თითქოს ხელს გიჭერენ თავზეო ნერვული აშლილობა გულმავიწყობა მახსოვრობის დაკარგვა რისი ბრალი იქნება და რა შეიძლება გავაკეთო ვის მივმართო თუ შეიძლება დამაკვალიანეთ ნევროლოგს ნევროპათოლოგს თუ ვის ან თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ასეთ დროს რა წამალი მივიღო, თან მააქვს ქრონიკული ეროზიული გასტრიტი .
დიარეა - გასტროენტეროლოგია
კითხვა: მოგესალმებით.ძალიან ხშირად ვიწამლები.მემართება დიარეა და მესაჭიროება გადასხმა.გულისრევით უკვე დავიღალე თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ ვის მივმართო ან მირჩიოთ რამე
ჰერპესი - რჩევები
კითხვა: ჰერპესი მაქვს 41.5 და შეიძლება ცოტა რომ შევაჩერო ? ექიმთან დავდივარ მაგრამ არ მშველის მისი გამოწერილი წამლები
უსიამოვნო სუნი - უროლოგია
კითხვა: გამარჯობა. რამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი ასოზე ?
მენოპაუზა - ნევროლოგია
კითხვა: მოგესალმებით ადრეც მოგწერეთ და ისევ მინდა კითხვა დაგისვათ ძალიან ცუდად ვარ ყოველ დღე მაქვს წნევები დილით ვიღვიძებ თავის ტკივილით ვიყავი ექიმებთან გადავიღე ენცეფალოგრამა და ყველამ მითხრა კლიმაქსურ ნევროზულიაო უკვე აღარ შემიძლია ამდენ წამლებს ვსვავ და შედეგი არ მაქვს მიშველეთ რამე გეხვეწებით
ვიზიტი ნევროლოგთან - ნევროლოგია
კითხვა: კიდევ და კიდევ გამარჯობა. ძალიან მეიმედებით, რომ შემიძლია ასე შეკითხვებით მოგმართოთ. ბათუმში ვცხოვრობ და როგორც კი ჩამოვალ თბილისში, აუცილებლად ვაპირებ თქვენთან გამოკვლევაზე მოსვლას, მანამდე კი ასეთი რამ მინდა კიდევ გკითხოთ: მაქვს მარცხენა მკლავის ტკივილი მთელს სიგრძეზე. გუშინდელის მერე სასწაულად მჩხვლეტს ალაგ-ალაგ უფრო წააგავს ნერვის ამბავს. მჩხვლეტავი ტკივილია და ჰიპერმგრძნობელობა მაქვს ხელის გულზე და ასევე მკლავის შიდა ანუ შედარებით რბილ ადგილზე. ასევე მაქვს უსიამოვნო შეგრძნება სიცივეზეც და ცხელზეც, მაგალითად წყალთან შეხების დროს. დაახლოებით რა უნდა იყოს, რომ მითხრათ, ან რას მივაქციო ყურადღება, ან რამოდენიმე ვარიანტი რომ მითხრათ რა და რა შიძლება იყოს. ასევე კისრის ცოტა მკვეთრად გამოძრავების დროს, ისეთი ტკივილი მაქვს კისრის არეშიხოლმე რომ მთელი ან 2 დღის მანძილზე მიჭირს კისრის გამოძრავება, მაგრამ ეს არც თუ ხშირად მემართება. უღრმესი მადლობა რომ ასე მეხმარებით..