გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
მამოგრაფიული კვლევები - სკრინინგი
კითხვა: გამარჯობა, მამოგრაფიული კვლევა რა ღირს აქციით და აქციის გარეშე? როდემდეა აქცია?
როსუსტარი - ენდოკრინოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს პრეპარატი როსუსტარი იწვევს თუ არა ბილირუბინის მატებას სისხლში?
ხერხემლის პათოლოგია - ნევროლოგია
კითხვა: ვარ 4 შვილის დედა,მთელი დღე მიწევს ფეხზე დგომა,ადრე მქონდა ვარიკოზის დასაწყისი,ვიყენებდი გეტრებს,ეს ბოლო კვირეებია მუხლებს ქვემოთ მომწყდება ფეხები და ვერ ვდგები თან ახლავს ტკივილი, ხანდახან მაქვს თავბრუსხვევები და წამიერი ორიენტაციაც დაკარგვა,შაკიკი,მხედველობის დარღვევა ხანდახან,ხერხემლის გახრა,ორივე ხელის ნეკა და არათითის გაბრუჯება.მადლობა წინასწარ
ღრმა ვენების დილატაცია და სარქველების უკმარისობა - ანგიოლოგია
კითხვა: რა დაავადებაა ღრმა ვენების დილატაცია და სარქველების უკმარისობა და როგორ შეიძლება მკურნალობა.ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.
სისხლიანი გამონადენი ორსულობისას - ორსულობა
კითხვა: ვარ 8 კვირის ორსული. მაქვს სისხლიანი გამონადენი კოლტებით. წელისა და მუცლის უმნიშვნელო ტკივილი. იყო 2 თვის წინ შეწყვეტილი ორსულობა. ექიმის დანიშნულებით ვსვავ რეაფემს, კარდიომაგნილსა და ფოლიოს. ასევე ვიკეთებდი კლექსანს, რადგან თრომბოციტების მაჩვენებელი მიახლოვებული იყო ზღვართან. ეხოზე გულის ცემა რიტმულია და მეუბნებიან რომ ნორმალური მდგომარეობაა, რეალურად ვერ სვავენ დიაგნოზს თუ რატომ ხდება ასე იქნებ თქვენი რეკომენდაციაც დაწეროთ.
დაბალი პულსური წნევა - კარდიოლოგია
კითხვა: გამარჯობა, ვარ 20 წლის მაქვს ხშირი თავბრუსხვევა წნევები მითამაშებს ხშირად გულზე ჩხვლეტები გუშინ წნევა 100–90ზე მქონდა და რისი ბრალი შეიძლება იყოს ხშირად მითამაშებეს წნევები და რამდენად საშიშია?