კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?
PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივო...
- 24 მაისი 2019
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი ციფრული პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფით Philips Vereos Digital PET/CT-ით აღიჭურვა.
ეს მოდელი მსოფლიოში ერთადერთი, სრულად ციფრული პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია.
Philips Vereos Digital PET/CT აღჭურვილია ციფრული დეტექტორით, რომელიც არეგისტრირებს უჯრედში იზოტოპის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ყველა უნიკალურ ფოტონს.
აპარატი გამორჩეულია iDose4 და O-MAR სისტემის რეკონსტრუქციული ტექნოლოგიით, რომელიც ციფრული დეტექტორის მაღალ მგრძნობელობასთან ერთად, შესაძლებელს ხდის, იზოტოპის მცირე დოზის ფონზე შენარჩუნდეს გამოსახულების მაღალი ხარისხი.
ციფრული დეტექტორი გამორჩეულია ოპტიკური კრისტალური მახასიათებლებით (LYSO), რომელიც უზრუნველყოფს ფოტოსენსორებთან ფოტონის მატრიქსულ კავშირს (1:1).
ყოველივე ზემოაღნიშნული მახასიათებლები განაპირობებენ Philips Vereos Digital PET/CT-ს უპირატესობებს „ანალოგურ“ აპარატებთან შედარებით.
Philips Vereos Digital PET/CT-ის მეშვეობით შესაძლებელია ისეთი მცირე ზომის წარმონაქმნების გამოვლენა, რომლებიც არ ჩანს კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისა და სხვა რადიოლოგიური გამოკვლევების დროს.
პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის გარეშე, ონკოპაციენტებისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა წარმოუდგენელია!
PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივო...
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში ემორის უნივერსიტეტის პროფესორმა ლექცია წაი...