OLYMPUS EVIS X1 CV 1500
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს ენდოსკოპიური კაბინეტი.
გთავაზობთ ენდოსკოპიური კვლევებისა და მანიპულაციების სრულ სპექტრს. ენდოსკოპიური კაბინეტი აღჭურვილია ბოლო თაობის, მსოფლიოში საუკეთესო, იაპონური წარმოების ენდოსკოპიური აპარატით OLYMPUS EVIS X1 CV 1500 სერიის, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზებითა და მანევრირებით.
აპარატის წყალობით ექიმებს საშუალება აქვთ, დროულად აღმოაჩინონ კუჭ-ნაწლავის სიმსივნური დაავადებები, ჩაატარონ ეფექტური სამკურნალო მანიპულაციები რაც ჩვენი ქვეყნის ყველა კლინიკაში არ ტარდება.
კვლევა ტარდება მსოფლიოში საუკეთესო, უახლეს, ციფრულ, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ იაპონურ აპარატზე OLYMPUS EVIS X1 CV 1500, რომელიც გამოირჩევა:
1) უმაღლესი, 4K გამოსახულების ხარისხით;
2) უწვრილესი ზონდით;
3) TXI განათების ახალი სისტემით;
4) NBI რეჟიმით, უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზაციის რეჟიმით კვლევა, რომელიც ეხმარება ექიმს საეჭვო, დაზიანებული უბნის უკეთ დათვალიერებაში;
5) RDI რეჟიმით, რომელიც შექმნილია ღრმად მდებარე სისხლძარღვების ხილვადობის გასაუმჯობესებლად და სისხლდენის წყაროს აღმოსაჩენად;
6) EDOF უწყვეტი, ფართო ფოკუსით გადიდების ტექნოლოგიით;
7) ENDO-AID CADe ხელოვნური ინტელექტით, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს მსხვილი ნაწლავის წარმონაქმნების პოტენციურ არსებობას.
საუკეთესო ხარისხის ვიზუალიზება კვლევის პროცესის ხანგრძლივობას ამცირებს, რაც კომფორტულია როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის. ასევე კვლევის ჩატარება შესაძლებელია ხანმოკლე ინტრავენური ანესთეზიით, რაც სრულიად უსაფრთხოა პაციენტისთვის. კლინიკაში დაცულია სტერილიზების თანამედროვე პრინციპები. მანიპულაციები წარმოადგენს უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურას.