მიღება სარეზიდენტო პროგრამებზე: რადიოლოგია, კარდიოლოგია, ჰემატოლოგია

ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი”

 

აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამებზე - რადიოლოგია, კარდიოლოგია, ჰემატოლოგია.

 

საკონკურსო პირობები:

სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით „სამკურნალო საქმე“ და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში - „მაძიებელი“).

მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლი;
  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • რეზიუმე (CV).

საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, 2025 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე:  [email protected]

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პროგრამის დასახელებაწინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

ცენტრის შესახებ  დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:  http://www.kirurgia.ge

 

გამოაგზავნეთ რეზიუმე