ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ტარდება ნებისმიერი სირთულის ყბა–სახის ოპერაცია ტრადიციული, ღია წესით და ასევე ენდოსკოპიური მეთოდით, როგორც გეგმიურ, ისე ურგენტულ რეჟიმში.
გარდა ამისა მუდმივად ინერგება ინოვაციური მეთოდები. სწორედ ამ მიზნით ქირურგიის ეროვნულ ცენტრს სამუშაო ვიზიტით უკვე მეორედ ეწვივნენ უცხოეთში მოღვაწე ქირურგები – სანკტ–პეტერბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ყბა–სახის ქირურგიის განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გურამ მაღრაძე და ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი ემეკა ნკენკე.
მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყბა–სახის ქირურგი შოთა ლობჟანიძე.
მკითხველს შევახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მათ ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაატარეს! საუბარია პაციენტზე, რომელსაც ქვედა ყბის მოდელირება დასჭირდა. უცხოეთში მოღვაწე ქირურგებმა პაციენტის ქვედა ყბის ძვლის დეფექტი აუტოტრანსპლანტაციით აღადგინეს და ამისთვის წვივის ძვალი გამოიყენეს. ოპერაცია ჩაატარა გურამ მაღრაძემ, ხოლო ემეკა ნკენკე ოპერაციას ესწრებოდა კონსულტანტის ამპლუაში. დღეს ისინი კლინიკას მეორე ეტაპის ოპერაციისთვის ეწვივნენ.
ოპერაციის შემდეგ ქირურგიის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ემეკა ნკენკემ პრეზენტაცია გამართა, რომელიც ორთოგნათიულ ქირურგიასა და მისი მკურნალობის მეთოდებს მიეძღვნა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა. კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლაშა ბაზაძემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თეა გამეზარდაშვილმა და კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩადუნელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველთვის დიდი სიხარულით უმასპინძლებს მსგავს მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
კონფერენცია ძალიან მასშტაბური იყო და მას ესწრებოდა საქართველოში მოღვაწე 70–მდე ორთოდონტი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
გისურვებთ ჯანმრთელობას!