გაიცანით არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და კითხვის მოყვარული ექიმი, რომელსაც 25 წელი აკავშირებს ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან

გაიცანით არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და კითხვის მოყვარული ექიმი, რომელსაც 25 წელი აკავშირებს ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან

თემურ ბოლქვაძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის დამსახურებული ექიმი!

სახელი, გვარი – თემურ ბოლქვაძე.

პოზიცია – ონკოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

სუბსპეციალობა –  კლინიკური ტრანსფუზიოლოგი, თორაკალური ქირურგი, ქირურგიული ონკოლოგი, ენდოკრინული ქირურგი.

განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი.

ოჯახური მდგომარეობა – დაოჯახებული.

ჰობი – კითხვა.

,,ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 1995 წლიდან ვმუშაობ. 25 წელი მაკავშირებს ამ კლინიკასთან და, ბუნებრივია, ამ დროის განმავლობაში აქ მუშაობამ ბევრი რამ შემძინა, პირველ რიგში, პროფესიული თვალსაზრისით – ვმონაწილეობდი სამეცნიერო კონფერენციებში, გავიცანი უამრავი შესანიშნავი ექიმი და ვიმუშავე მათთან ერთად. ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბებაში. ექიმი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, არქიტექტორი ვიქნებოდი, თუმცა, ჩემი გადაწყვეტილება არასდროს მინანია. მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დარგია და ჩემს პრაქტიკაშიც ბევრი საინტერესო შემთხვევა იყო, განსაკუთრებით ეს ეხება ანომალიებს, ამიტომ მედიცინის მიმართ ინტერესი არასდროს დამიკარგავს. მიყვარს ჩემი საქმე და დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, რა თქმა უნდა, არაფერს შევცვლიდი, ისევ მედიცინაში ვიქნებოდი. ახალგაზრდებს ვურჩევ, მთელი დრო სწავლას დაუთმონ, რადგან ჩვენს პროფესიაში,  არ ცოდნა ძალიან დიდი ცოდვაა. პირველ ეტაპზე აუცილებელია სრულფასოვანი თეორიული ბაზის შექმნა, რასაც შემდეგ უნდა დაემატოს  პროფესიული ჩვევები და უნარები. ამის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია“, – განაცხადა ბატონმა თემურმა.