გაიცანით ქირურგიის ეროვნული ცენტრის მულტიპროფილური განყოფილების მორიგე ექთანი
სახელი: ნანა
გვარი: რატიანი
პოზიცია: მულტიპროფილური განყოფილების მორიგე ექთანი
განათლება: საშუალო სპეციალური
ჰობი: წიგნების კითხვა
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 2014 წელს მოვედი და უკვე 7 წელია ჩვენი კლინიკის განუყოფელი ნაწილი ვარ. პირველ რიგში, აქ მუშაობამ ცოდნა და გამოცდილება მომცა, ვისწავლე ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა და რაც მთავარია, ვირწმუნე საკუთარი თავისა და შესაძლებლობების. ექთანი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, იურისტი ვიქნებოდი, რადგან ჩემი მოწოდება ადამიანების დახმარებაა. რაც შეეხება ჩემი საქმიანობის ყოველდღიურ დეტალებს, მრავალი განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევა მქონია, მაგრამ მათგან რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება, იმიტომ, რომ თითოეული პაციენტი ინდივიდია და შესაბამისად, ყოველი სამუშაო დღე ახალი აღმოჩენებითაა დატვირთული. ძირითადად, თავისუფალ დროს ოჯახურ წრეში და მეგობრებთან ერთად ვატარებ. მიყვარს, კულინარია, წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, გავაგრძელებდი მამაჩემის გზას. ის სვანეთში განთქმული ექიმი იყო, თუმცა, ძალიან მიხარია რომ ექთანი ვარ და ჩემი ცხოვრება მედიცინის განუყოფელი ნაწილია. მომავალ თაობას ვურჩევდი, რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად ძალ-ღონე არ დაიშურონ და ბევრი იშრომონ. რაც მთავარია, უყვარდეთ საკუთარი საქმე, რადგან სიყვარულის გარეშე მედიცინაში ვერაფერს მიაღწევ.