ქირურგიის დეპარტამენტი

ქირურგიის დეპარტამენტი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, ულტრათანამედროვე აპარატურითა და პოსტოპერაციული პალატებით.

როგორც ამბობენ, წამალთან ერთად ჩინებული მკურნალია ადამიანური სითბო, თანადგომა, ყურადღება. სწორედ ასეთი გარემო სუფევს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში. ჩვენი კლინიკის საფირმო ნიშანია გუნდური მუშაობის პრინციპი, რომლის წყალობითაც ქირურგებს უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავთ და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

კლინიკური გამოცდილება თუ პროფესიონალიზმი ქირურგებს საშუალებას აძლევს გადაჭრან ქირურგიის სფეროში არსებული ყველა სახის პრობლემა. ისინი დაუღალავად, 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ პაციენტებზე. ფლობენ როგორც ღია წესით არსებული ოპერაციების ტექნიკას, ასევე ლაპარასკოპიულ თუ ენდოსკოპიურ მეთოდებს.

ახლახანს კლინიკაში გაიხსნა რადიოთერაპიის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ქირურგები რადიოთერაპიის დეპარტამენტის გუნდთან, ონკოთერაპევტებთან  ერთად ჩართულები არიან ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობაში.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში თანამედროვე მიდგომებით ტარდება შემდეგი სახის ოპერაციები:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
  • ოპერაციები პანკრეასის და ღვიძლის, როგორც ონკოლოგიური, ასევე არაონკოლოგიური დაავადებების დროს;
  • ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების ანთებადი და ონკოპათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა;
  • რეკონსტრუქციული ოპერაციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და სანაღვლე გზებზე;
  • სპლენექტომია ელენთის ან ჰემატოლოგიური დაავადებების დროს და სხვა.

კლინიკაში უახლესი მეთოდებით ტარდება ასევე ბარიატრიული ოპერაციები Gastric bypassკუჭის გვერდის ავლით წარმოებული ოპერაციული ჩარევა და  კუჭის ვერტიკალური რეზექცია, იგივე სლივ-გასტრექტომია.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ასევე ტარდება მცირე ინვაზიური ჩარევები როგორც სანაღვლე გზებზე, ასევე სიმსივნურ წარმონაქმნებზე.

აღსანიშნავია, რომ მცირე ინვაზიური ჩარევები ხორციელდება კლინიკის ულტრათანამედროვე აპარატების (კომპიუტერული ტომოგრაფი, ექოსკოპიის აპარატი) კონტროლით.

დეპარტამენტები

ექიმები

სიახლეები

აქციები