- 17 ოქტომბერი 2019
მარინა ფაილოძე
პათოლოგანატომი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
განათლება
1971–1977 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
სამუშაო გამოცდილება
2012 წლიდან მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გინეკოლოგიური მორფოლოგიის (ოპერაციული, ბიოფსიური, ციტოლოგიური), პლაცენტის პათოლოგიის და აბორტული (22 კვირამდე ვადით ნაყოფებში) ნაყოფების კვლევის მიმართულებით;
2018 წლიდან დღემდე თბილისის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო–პრაქტიკული ცენტრის მორფოლოგი;
2015 წლიდან დღემდე ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მორფოლოგი;
2008 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი;
2008 წლიდან დღემდე სადაზღვევო კომპანიების „მედიჰელფის“, „გიდმედისა“ და „გერმანული კლინიკის“ ციტოლოგი;
1977–2015 წწ. ჩაჩავას კლინიკის მორფოლოგიური ლაბორატორიის მორფოლოგი.
1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დროული ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლების და პლაცენტის მორფო-ფუნქციური ცვლილებების კორელაციური კავშირი მწვავე და ქრონიკული ჰიპოქსიის პირობებში“. შრომა ატარებდა კლინიკურ-ექსპერიმენტულ ხასიათს.
2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საკვერცხის ფოლიკულური აპარატის და ყვითელი სხეულის დისგენეზია საშვილოსნოს პროლიფერაციული მიომებით დაავადებულ რეპროდუქციული პერიოდის ქალებში“. შრომა ატარებდა კლინიკურ-ექსპერიმენტულ ხასიათს.
50–მდე სამეცნიერო შრომის ავტორი და მათ შორის:
- „საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეების სიხშირე რეპროდუქციული პერიოდის მიომით დაავადებულ ქალებში კვანძების ზომების და რაოდენობის გათვალისწინებით“;
- „საკვერცხის და ენდომეტრიუმის ცვლილებები ანოვულაციური ციკლის მქონე საშვილოსნოს მიომით დაავადებულ რეპროდუქციული პერიოდის ქალებში“;
- „ფოლიკულების შიდა თეკა გარსის მიკრომორფოლოგიური თავისებურებანი საშვილოსნოს ტანის პროლიფერაციული მიომების დროს რეპროდუქციული პერიოდის ქალებში“;
- „პრემენოპაუზური სისხლდენების ძირითადი მიზეზები და მათი ადრეული გამოვლენა“;
- „ორსულობის სხვადასხვა სტადიაში ნაყოფისა და პლაცენტის პათოლოგიური კვლევის შედეგები“;
- „ორსულთა პათოლოგიების და მკვდრადშობადობების რეტროსპექტრული ანალიზი ჰესტაციის ვადების გათვალისწინებით“;
- „ნაყოფის განვითარების მანკები, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებლობის რისკ–ფაქტორები და მათი ადრეული კლინიკურ–მორფოლოგიური დიაგნოსტირება“.
ფლობს ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს.
სიახლეები
ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა კლინიკის დაარსების 71 წლის და აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 128 წლისადმი მიძღვნილი იუბილე აღნიშნა
საუკეთესო ტრადიციები 1946 წლიდან – ამ ლოზუნგით ქირურგიის ეროვნული ცენტრი 71 წელია ემსახურება მოსა...
- 29 ნოემბერი 2017
24 ნოემბერს ქირურგიის ეროვნული ცენტრი კლინიკის დაარსების 71 წლის და აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 128 წლისადმი მიძღვნილ იუბილეს აღნიშნავს
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნ...
- 21 ნოემბერი 2017