ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
ამ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი კლინიკა 24 ნოემბერს აღნიშნავს. ქირურგიის ეროვნული ცენტრის 71 წლისთავისადმი და აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 128 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, კომპანია „ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება რიგით მესამე სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში“.
კონფერენციაზე თემებს წარადგენენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები:
- „მიელოპროლიფერაციული დაავადებების (მიელოფიბროზი) მართვა – კლინიკური შემთხვევის განხილვა“ – ექიმი ჰემატოლოგი, ეკა გაფრინდაშვილი;
- "უხილავი მკვლელი", თანამედროვე მეთოდების როლი ტოქსიკოლოგიაში – ექიმი ტოქსიკოლოგი, ეკა ქურდაძე;
- „ლაპარასკოპიული ქირურგია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ – ექიმი ქირურგი, შოთა ძაგანია;
- "პანკრეატოდუოდენური რეზექცია“ – ექიმი ქირურგი, გიგო ფიჩხაია;
- "ფონ ვილებრანდის დაავადება" – სისხლის შედედების პათოლოგია – ექიმი ლაბორანტი, მარინა მდივნიშვილი;
- „ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის ჩვენებები თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“ – ექიმი ჰემატოლოგი, ლევან მახალდიანი;
- „ენდოვასკულური ნეიროქირურგიის როლი იშემიური ინსულტის მკურნალობაში“ – ექიმი ნეიროქირურგი, გიორგი ეგუტიძე;
- „თორმეტგოჯა ნაწლავის ლეიომიოსარკომა“ – ექიმი ქიმიოთერაპევტი, ირინე ხუბუა;
- ,,კუჭისა და პანკრეასის იშვიათი სიმსივნეების კლინიკური და მორფოლოგიური დიაგნოსტირების ასპექტები“ – ექიმი მორფოლოგი, ნინო ხვიჩია;
- „სიმსუქნის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები–მეტაბოლური ქირურგიის შედეგები“ – ექიმი ენდოკრინოლოგი, ანა ჭოხონელიძე;
- „ინსულტის მსგავსი კლინიკით მიმდინარე ბოტულიზმი – დიაგნოსტიკა, მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“ – ექიმი ნევროლოგი, თათული გუბელაძე;
- ,,იშემიური ინსულტების ოპერაციული მკურნალობა. კაროტიდული ენდარტერექტომია ღია წესით და მისი შედარება ენდოვასკულური მეთოდით კაროტიდულ სტენტირებასთან’’ – ექიმი ნევროლოგი, ნანა ღვალაძე;
- „ანტითრომბოზულ თერაპიაზე მყოფი პაციენტები - განხეთქილების ვაშლი კოლეგებს შორის“ – ექიმი კარდიოლოგი, ხათუნა ბერინაშვილი;
- „მიელოპეროქსიდაზას პროგნოზული როლი პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით“ – ექიმი კარდიოლოგი, თამარ ავალიანი;
- „გიიენ-ბარეს სინდრომი“ – კლინიკური შემთხვევის განხილვა, დაავადების მართვის თანამედროვე მეთოდები – ექიმი ნევროლოგი, ზურა ახალაია;
- „რთული ინტუბაცია–მართვის თანამედროვე მიდგომები“ – უმცროსი ექიმი კარლო ჯიქიძე;
- ,,ქალის გენიტალური სისტემის დაავადებათა ეპიდემიოლოგია ასაკობრივ ასპექტში“ – ექიმი მორფოლოგი, მარინა ფაილოძე;
- „თანამედროვე ტექნოლოგიები რადიაციულ თერაპიაში“ – ფიზიკოსი, ირაკლი სვინტრაძე;
- "ტუბერკულოზური მენინგიტი", კლინიკური შემთხვევა – ექიმი ნევროლოგი, ნიკა კვერნაძე.
იუბილე დაგვირგვინდება საზეიმო ვახშმით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე!