3.0 ტესლა ციფრული მრტ PHILIPS INGENIA ELITION X

3.0 ტესლა ციფრული მრტ PHILIPS INGENIA ELITION X

PHILIPS INGENIA ELITION X

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას საშუალება აქვს ორგანიზმის ღრმა დიაგნოსტიკური კვლევა ჩაიტაროს PHILIPS-ის ციფრულ 3 ტესლიან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე. PHILIPS INGENIA ELITION X DIGITAL MRI-ს შესაძლებლობები სრულად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც მოსახლეობის ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებში ვხვდებით, კერძოდ კი:

 

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა:

 

1)    იქნება თუ არა კვლევით მიღებული გამოსახულება მაღალი ხარისხის?

PHILIPS INGENIA ELITION X 3T ციფრულ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს აქვს უახლესი თაობის პროგრამული და ტექნოლოგიური აღჭურვილობა. მაგნიტური ველის განსაკუთრებული ჰომოგენურობისა და არტეფაქტების მინიმუმამდე დაყვანის საშუალებით, ჩვენ ვიღებთ უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას.

 

2)    რა  ხანგრძლივობით მოხდება აპარატში დაყოვნება?

3 ტესლიანი მაგნიტი და Compressed Sense ტექნოლოგია აპარატს სძენს მაღალ სიჩქარეს. წინამორბედ აპარატებთან შედარებით, კვლევის ხანგრძლივობა 50%-ით არის შემცირებული. 

 
 

3)    ხმაურობს თუ არა აპარატი კვლევისას ?

Comfortone ტექნოლოგიის საშუალებით, ხმაური 80%-ით არის შემცირებული. ამასთანავე, პაციენტს შეუძლია ისარგებლოს 3D კინოთეატრით და ჰერმეტული ყურსასმენებით, რომლებიც ხმაურის შემცირებასთან ერთად, სასურველი მელოდიის ან სხვა ხმოვანი ჩანაწერის მოსმენის საშუალებას იძლევა.

 

4)    პაციენტი გაუნძრევლად უნდა მოთავსდეს კვლევის მიმდინარეობისას?

დიახ, კვლევის დროს სავალდებულოა უძრავად წოლა. მაგრამ, უმნიშვნელო, უნებლიე მოძრაობების შემთხვევაში, VitalEye ტექნოლოგიის წყალობით, შესაძლებელია კვლევის უნაკლოდ ჩატარება, ყველანაირი შეფერხებისა და არტეფაქტების გარეშე. შეგახსენებთ, რომ კვლევის მაქსიმალურად შემცირებული დრო და პაციენტის კომფორტი მნიშვნელოვნად ამცირებს უნებლიე მოძრაობების შემთხვევებს.

 

5)    გვირაბში დახურული სივრცის და სივიწროვის განცდა იგრძნობა და რა წონის პაციენტის მიღება შეგიძლიათ?

აპარატის გვირაბში ვენტილაცია და განათება უახლესი თაობის სისტემით ხდება. მისი სიგრძე დამოკლებულია, ხოლო სიგანე საგრძნობლად გაზრდილი. ყოველივე ეს, Progress Bar-ეკრანთან ერთად, მინიმუმამდე ამცირებს დახურული სივრცისა და სივიწროვის შეგრძნებას. ეკრანზე შესაძლებელი იქნება, როგორც სასურველი ვიდეორგოლის, ასევე, კვლევის მიმდინარეობის ყურება (თუ რომელ ნაწილს ვიღებთ და რამდენ ხანში დამთავრდება კვლევა).

წონის შეზღუდვა კი პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი, ვიღებთ 250კმ-მდე წონის პაციენტს.

 

6)    ხერხემლის პათოლოგიისას დეფორმირებულ სხეულს კვლევის ჩატარება გაუძნელდება?

აპარატის პროგრამული და ტექნოლოგიური აღჭურვილობა მაქსიმალურად ადაპტირდება ანატომიურ ვარიაბელურობაზე. ასე რომ, ნებისმიერ პაციენტს შეეძლება მოთავსდეს მაქსიმალურად კომფორტულად და უმოკლეს დროში ჩაიტაროს კვლევა.

 

7)    სხეულში არსებული იმპლანტის შემთხვევაში, შემიძლია კვლევის ჩატარება?

კვლევის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასთან თავსებადი იმპლანტის შემთხვევაში. იმპლანტის სერიის ცოდნა საშუალებას გვაძლევს, აპარატმა ავტომატურად აარჩიოს შესაბამისი რეჟიმი და კვლევა ჩატარდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ და სწრაფად. O-MAR რეკონსტრუქცია კი, მაქსიმალურად ამცირებს მრტ-თავსებადი მეტალის არტეფაქტებს. 

 

8)    ონკოლოგიური პროცესების გამოსავლენად და შესასწავლად,  რაიმე განსხვავებულს თუ გვთავაზობს ახალი აპარატი?

აპარატის შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ორგანოთა როგორც სტრუქტურული, ასევე, ფუნქციური ცვლილებები. მაგალითად, თავის ტვინის შემთხვევაში შესაძლებელია, სპექტროსკოპიული და ტრაქტოგრაფიული კვლევების ჩატარება.

 
 

9)    ანესთეზიით თუ ტარდება?

დიახ, ანესთეზიოლოგის წინასწარი შეფასების შემდეგ, სურვილისამებრ კვლევას ანეთეზიით ჩაიტარებთ.

 
 

10)   დაფინანსება თუ მოქმედებს? კლინიკაში მოქმედებს ყველა ტიპის გადახდის სისტემა, მათ შორის, კერძო დაზღვევა და სახელმწიფო პროგრამები.

მრტ კვლევა ტარდება ყოველდღეშაბათ-კვირის ჩათვლით  24/7.

 

ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

 

მისამართითბილისიდიღომი ჩაჩავას №7

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ