თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და ნევროლოგის კონსულტაცია

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და ნევროლოგის კონსულტაცია

თავის ტკივილი (ცეფალგია) ტკივილის ერთ–ერთი ფართოდ გავრცელებული ფორმაა და ეს დისკომფორტი მოსახლეობის 70%–სთვის ნაცნობია.

 აღსანიშნავია, რომ თავის ტკივილს სხვადასხვა მიზეზი იწვევს:

  • თავის ტვინის ორგანული დაავადებები (ტრავმები, მოცულობითი წარმონაქმნები);
  • სისხლძარღვოვანი მიზეზები (შაკიკი, ჰიპერტენზია);
  • ფსიქოგენური მიზეზები (დაძაბვა, გადაღლა, სტრესი);
  • არატვინოვანი მიზეზები (ოსტეოქონდროზი, ინფექციები, ენდოკრინული მოშლილობები, სხვადასხვა ორგანოთა პათოლოგიები) და სხვა.

როგორც წესი, ბევრი ადამიანი მას ტკივილგამაყუჩებლით ებრძვის. თუმცა ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი დროებითია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციით მიიღებთ სრულყოფილ დასკვნას, დადგინდება თავის ტკივილის გამომწვევი ზუსტი მიზეზი და დაგენიშნებათ მკურნალობის შესაბამისი კურსი.

სწორედ ამიტომ, თუ ხშირად გაწუხებთ შეტევითი ხასიათის თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება აღმოცენებული იყოს როგორც დამოუკიდებლად, ისე წარსულში მიღებული ტრავმის გამო, მიმართეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს.

აქციის ფარგლებში, 305 ლარის ნაცვლად 190 ლარად, გთავაზობთ:

 

  • თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ულტრათანამედროვე, 128 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე - PHILIPS VEREOS DIGITAL PET/CT;
  • ნევროლოგის კონსულტაციას.

კომპიუტერული ტომოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირებისა და პრევენციისთვის. ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია უნიკალური, 128 შრიანი, ციფრული აპარატით, რომელიც ექიმს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას აძლევს და ნებისმიერ დაავადებას ხედავს.

აქცია ძალაშია ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს.

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე  2 02 25 25 ან 577 119 119 .

 

მისამართი: #7 Chachava st. Digomi. Tbilisi. Georgia 0159

 

გისურვებთჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად