ქირურგიის ეროვნული ცენტრის კორპორაციული საღამო

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კორპორაციული საღამო

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კორპორაციულ საღამოს უმასპინძლა რესტორან „ფუნიკულიორის“ საბანკეტო დარბაზმა.

საზეიმო ვახშამს უძღვებოდა მსახიობი დუტა სხირტლაძე. კორპორაციული საღამო გაჯერებული იყო იუმორით, ხალისით და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროთი, რასაც ემატებოდა უხვი და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა. წვეულებას მუსიკალურად აფორმებდა ფოლკლორული ჯგუფი „ლაკადა“. ასევე მაყურებელი ყველასთვის საყვარელი სიმღერებით გაანებივრა მომღერალმა ლაშა ღლონტმა ქალაქური ტრიოს შემადგენლობაში. ღონისძიებაზე უცხოური ჰიტები იმღერა სოფიო სიმონიშვილმა. სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს ანსამბლ „გრემის“ მოცეკვავეებმა. კონცერტის წყალობით კორპორაციული საღამო ლამაზი, საინტერესო და ემოციურად დატვირთული გამოვიდა.

სპეციალურად წვეულებისთვის შეიქმნა კლიპი, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთგვარ მემატიანედ დარჩება. კლინიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა შეაჯამეს გასული წლის აქტივობა, ისაუბრეს დეპარტამენტის სამომავლო სტრატეგიაზე. ვიდეორგოლში იხილავდით ინფორმაციას კლინიკის ახალ სერვისებზეც.
კორპორაციულ საღამოზე კლინიკის თანამშრომლები ფულადი ჯილდოებითა და მოგზაურობით დასაჩუქრდნენ.
კომპანია „ავერსის“ დამფუძნებლის ბატონ პაატა კურტანიძის, ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბატონ ლაშა ბაზაძისა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ქალბატონ თეა გამეზარდაშვილის მისალმების შემდეგ გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.

ფულადი ჯილდოები გადასცეს ჩვენი კლინიკის ექთნებსა და ექთნის დამხმარეებს შემდეგ ნომინაციებში:
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო უფროსი ექთანი – ნათია მელუა;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექთნის დამხმარე – ელენე მამუჩაშვილი;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექთნის დამხმარე – მადონა ბუღაძე;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექთნის დამხმარე – მარიამ გოგოლაძე;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექთანი – თეა ბაქუზანაშვილი;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექთანი – ეკა აბულაძე;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექთანი – საბა აბუთიძე;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო საოპერაციო ექთანი – მარეხი ბუსხრიკიძე.

ექთნების შემდეგ ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდნენ კლინიკის უმცროსი ექიმები.

ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის წლის საუკეთესო უმცროსი ექიმი – ანზორ ნადირაძე;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო უმცროსი ექიმი – დავით ჯანგოევი;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო უმცროსი ექიმი – გიორგი კიკნაძე.
ამ ნომინაციაში გამარჯვებულები წარმოადგინეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ბატონმა ნიკოლოზ ჩადუნელმა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ დირექტორმა ბატონმა ზვიად მარტიაშვილმა.

წლის შემაჯამებელ კორპორაციულ წვეულებაზე ფულადი ჯილდო გადასცეს შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ თანამშრომლებს:
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლცენტრის საუკეთესო თანამშრომელი – ქრისტი ჩაფიძე;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო რეგისტრატორი – მაია ძნელაძე;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ოპერატორი – ელისო გაგლოშვილი;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო მენეჯერი – ხატია ბაჯელიძე;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეურნეო სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი – რატი ქართველიშვილი;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციის საუკეთესო თანამშრომელი – თამარ მეურმიშვილი;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხარისხის სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი – ნინო გოგოლაძე.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე კოლეგიალური ექიმის ნომინაციაში გაიმარჯვა და ფულადი პრიზით დაჯილდოვდა ექიმი რეანიმატოლოგი სერგო წივწივაძე.


ნომინაციაში „ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო დებიუტი“ წარადგინეს და ფულადი ჯილდო გადასცეს კლინიკის ენდოვასკულური დეპარტამენტის ანგიოქირურგს გიორგი ჯინჭველაძეს.

წვეულებაზე გათამაშდა ნომინაცია „მის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“. კლინიკის 2017 წლის ყველაზე ლამაზ გოგონად დასახელდა და ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის რეგისტრატორი ნუნუ ზაბახიძე.


ღონისძიებაზე ცნობილი გახდა იმ თანამშრომელთა ვინაობა, რომლებსაც წილად ხვდათ მოგზაურობა.
ამ პრიზით დააჯილდოეს:
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე მშრომელი ექიმი – სოფიო გუდავა;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხარისხის საუკეთესო დამცველი – სოფიო ბაბუციძე;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – თათია ცხომელიძე;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეკონომიკური ინტერესების საუკეთესო დამცველი – თემურ მეგრელიშვილი;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეკონომიკური სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი – სოფიო ნიკაჭაძე;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამედიცინო მარკეტინგის საუკეთესო წარმომადგენელი – მარიამ წერეთელი;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ისტორიის ავტორი – ხათუნა ბერინაშვილი;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე კომპეტენტური ექიმი – მინდია იობაშვილი;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე წარმატებული დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მაია ბეჟანიშვილი;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის გეგმების საუკეთესო შესრულების მქონე დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ეკა ნეფარიძე;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო სამედიცინო შედეგების მქონე დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მარეხ ბექაია;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე მეტი პაციენტის მკურნალი ექიმი – ტატა ზუბიაშვილი;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ქირურგი – გიორგი ეგუტიძე;
• პაციენტებისა და ავერსის ყველაზე დიდი გულშემატკივარი – თათული გუბელაძე.

წვეულება ულამაზესი თემატური ტორტით და ფუნიკულიორის აივანზე მოწყობილი ფოიერვერკით დაგვირგვინდა.

იხილეთ ფოტოგალერეა