დასკვნებს დაწერენ ქირურგიის ეროცნული ცენტრის თბილისის და ბათუმის კლინიკის რადიოლოგები (მრტ/MRI)
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს გთავაზობთ.
პირველად რეგიონში, დასავლეთ საქართველოში მოსახლეობას ეძლევა საშუალება ბათუმში ჩაიტაროს ორგანიზმის ღრმა დიაგნოსტიკური კვლევა გერმანული კომპანია Siemens-ის ციფრულ, 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე (მრტ/MRI) Magnetom Vida 3T!
Siemens Magnetom Vida 3T MRI სისტემა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, რომელიც ადგენს ახალ სტანდარტებს გამოსახულების ხარისხისა და დიაგნოსტიკური სიზუსტისთვის.
რადიოლოგიური სამსახური
კლინიკაში ჩამოყალიბდა, საერთაშორისო სტანდარტების მქონე , მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული და თანამედროვე პროგრამებით უზრუნველყოფილი რადიოლოგიური „ბორდი“, რომელიც განიხილავს თითოეულ ჩატარებულ კვლევას და გასცემს დასკვნებს.
დასკვნებს დაწერენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის თბილისის და ბათუმის კლინიკის წამყვანი სპეციალისტები.
3 ტესლა მრტ თავისი მძლავრი და ინოვაციური Tim 4G არქიტექტურით იღებს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, რაც რადიოლოგებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ უმცირესი ზომის ანატომიური სტრუქტურებიც კი, რაც ზუსტი დიაგნოზის გარანტიაა.
პერსონალიზებული მიდგომა უმაღლესი შედეგებისთვის:
Siemens Magnetom Vida 3T MRI სისტემის BioMatrix ტექნოლოგია პერსონალიზაციას სრულიად ახალ დონეზე აყენებს. ის ავტომატურად ადაპტირდებაპაციენტების ანატომიურ თავისებურებასთან, ინდივიდუალური სკანირების პარამეტრების საშუალებით. ეს ნიშნავს უფრო სწრაფ და ეფექტურ გარჩევადობას, რაც საბოლოო ჯამში უფრო სწრაფად გვაძლევს დიაგნოზს და პაციენტზე მორგებული მკურნალობის გეგმის შემუშავების შესაძლებლობას .
ეს ინოვაციური ფუნქცია მიესადაგება თითოეული პაციენტის უნიკალურ ანატომიას, ოპტიმიზაციას უკეთებს გამოსახულების ხარისხს და ამცირებს სკანირების დროს.
პაციენტის კომფორტი, როგორც პრიორიტეტი:
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება პაციენტების გარკვეული ნაწილისთვის შესაძლოა, უსიამოვნო გამოცდილება იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ავირჩიეთ Siemens Magnetom Vida 3T MRI სისტემა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს პაციენტის კომფორტს გამოსახულების ხარისხის კლების გარეშე. მისი მოკლე და მსუბუქი BioMatrix და უფრო მეტად ჰაეროვანი Contour ქოილები უზრუნველყოფს კვლევის კომფორტულად ჩატარებას, რაც ხელს უწყობს პაციენტის სიმშვიდეს კვლევის პროცესში.
სისტემა აღჭურვილია Quiet Suite ტექნოლოგიით, რომელიცკვლევისას ამცირებს ხმაურის დონეს და ქმნის მშვიდ გარემოს.
სპექტროსკოპია - ადრეული და ზუსტი დიაგნოსტირების გარანტი.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი აღჭურვილია სპექტროსკოპიის ფუნქციით (MRS), რომელიც სხვადასხვა მეტაბოლიტების მიერ წარმოქმნილი სიგნალის ანალიზით ადგენს ქსოვილების ქიმიურ შემადგენლობას. ის გვაწვდის ღირებულ ინფორმაციას ქსოვილების მეტაბოლიზმის შესახებ. ძირითადად გამოიყენება ნეირორადიოლოგიასა და სიმსივნეების შეფასებაში.
სპექტროსკოპიის შედეგად, ანატომიური პათოლოგიის გარდა შესაძლებელია ფუნქციური ცვლილებების აღმოჩენა, რომლის საშუალებითაც პათოლოგიის ჩამოყალიბებამდე, უჯრედულ დონეზე მიმდინარე ცვფლილებების დიაგნოსტირებაა შესაძლებელი. დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებას კი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესში.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის უპირატესობები და ტექნიკური მახასიათებლები წინამორბედ და ამავე თაობის აპარატებთან შედარებით:
- Magnetom Vida აერთიანებს BioMatrix ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის ინტელექტუალურ პერსონალიზაციას;
- HyperBand ამცირებს სკანირების საერთო დროს. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით მომგებიანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ უმოძრაოდ გაჩერება;
- Compressed Sensing: არის ხილვადობის ინოვაციური ტექნიკა, რომელიც რევოლუციას ახდენს სამედიცინო ვიზუალიზაციის სფეროში;
- GOBrain: Magnetom Vida 3T აერთიანებს GOBrain აპლიკაციას, რომელიც იძლევა ტვინის ყოვლისმომცველი ნევროლოგიური გამოკვლევის საშუალებას სულ რაღაც ხუთ წუთში;
- Quiet Suite ტექნოლოგია მიზნად ისახავს აკუსტიკური ხმაურის შემცირებას მრტ სკანირების დროს. იგი იყენებს ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიღწევების ერთობლიობას;
- Free-Breathing imaging ამცირებს მოძრაობის არტეფაქტებს და აუმჯობესებს გამოსახულების ხარისხს;
- Magnetom Vida 3T მოიცავს Native Direct MR ართროგრაფიას, რომელიც იძლევა საშუალებას დამატებითი კონტრასტული აგენტების საჭიროების გარეშე მივიღოთ მაღალი ხარისხის გამოსახულება. ის განსაკუთრებით ღირებულია მყესებისა და ხრტილების დაზიანებების შესაფასებლად;
- TimTX TrueForm: ტექნოლოგია აძლიერებს გამოსახულების ხარისხს და ამცირებს არტეფაქტებს, განსაკუთრებით რთულ კლინიკურ შემთხვევებში, როგორიცაა მძიმე წონიანი პაციენტები ან სხეულის კონკრეტული რთულად მისადგომი რეგიონები;
- ფუნქციური მრტ (fMRI): გამოიყენება ტვინის ფუნქციების შესასწავლად. ადგენს სისხლში ოქსიგენაციის ცვლილებებს ტვინის აქტივობის შესამოწმებლად;
- Cardiac MRI: გულის მრტ საშუალებას იძლევა შეფასდეს გულის სტრუქტურა და ფუნქცია. იგი გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას გულის ზომების, სისხლის ნაკადის და მიოკარდიუმის სიცოცხლისუნარიანობის შესახებ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯობათ, მუცლის ღრუს მრტ კვლევის 3 ტესლა აპარატით ფასი მაინტერესებს თქვენს კლინიკაში
მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯობა თუ შეიძლება მთლიანი კომპიუტერი ფეხის ფრჩხილიდან თავის ჩათვლით ანუ ყველაფერი მუცლის ღრუც და ხერხემალიც და ყველაფერი რაღირს ეს მთლიანი მაგნიტურ რეზინანსული გამოკვლევა?
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯობა. მთლიანი ხერხემლის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება მინდა და აქცია 270 ლარად რომ გაქვთ დადებული საიტზე ძალაშია?გადასაგზავნად მჩირდება და რომელი წლის აპარატურა გაქვთ და დისკზე ჩაწერას თუ აკეთებთ მადლობთ წინასწარ
მაგნიტურ–რეზონანსული კვლევის აქციები
კითხვა: უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის.აუცილებლად ჩავეწერები.თუ შეიძლება მითხარით მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია რა ღირს თქვენთან. მადლობა <3
აქცია
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს კიდე მოქმედებს აქცია ტომოგრაფიულ კვლევაზე მთლიანი ხერხემლის შემთხვევაში?
მრტ აქცია
კითხვა: თქვენი მისამართი მინდა და მაინტერესებს 270 ლარი მხოლოდ აქციის დროს თუ საერთოდ მასე ღირს? მადლობა