ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალი სიცოცხლე” მრავალპროფილური დაწესებულებაა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურებით.
კლინიკაში პირველი იანვრიდან ფუნქციონირებს ენდოსკოპიური კაბინეტი. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ენდოსკოპიური კვლევებისა და მანიპულაციების სრულ სპექტრს. „ახალ სიცოცხლეში“ შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველა იმ თანამედროვე მეთოდით, რომელიც დანერგილია მსოფლიოს პრესტიჟულ კლინიკებში.
აღსანიშნავია კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ბოლო თაობის, მსოფლიოში საუკეთესო, იაპონური წარმოების ენდოსკოპიური აპარატი OLYMPUS EVIS EXERA III CV 190 სერიის, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზაციითა და მანევრირებით.
აპარატის წყალობით ექიმებს საშუალება აქვთ, დროულად აღმოაჩინონ კუჭ-ნაწლავის სიმსივნური დაავადებები, ჩაატარონ ეფექტური სამკურნალო მანიპულაციები რაც ჩვენი ქვეყნის ყველა კლინიკაში არ ტარდება.
მობრძანდით კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ და ისარგებლეთ უახლესი თაობის ენდოსკოპიური აპარატის უნიკალური შესაძლებლობებით.
აპარატის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობაა HD ხარისხის ვიზუალიზება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავსვათ ზუსტი დიაგნოზი, დავათვალიეროთ კუჭ-ნაწლავის სისტემის ყოველი მილიმეტრი და დროულად აღმოვაჩინოთ ისეთი პათოლოგიები როგორიცაა სიმსივნური პროცესები ადრეულ (in situ) ეტაპზე და შესაბამისად, დროულად დავიწყოთ მისი მკურნალობა.
საუკეთესო ხარისხის ვიზუალიზება კვლევის პროცესის ხანგრძლივობას ამცირებს, რაც კომფორტულია როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის. ასევე კვლევის ჩატარება შესაძლებელია ხანმოკლე ინტრავენური ანესთეზიით, რაც სრულიად უსაფრთხოა პაციენტისთვის.
კლინიკაში დაცულია სტერილიზების თანამედროვე პრინციპები. მანიპულაციები წარმოადგენს უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურას.
ენდოსკოპიურ აპარატთან ერთად, ენდოსკოპიურ კაბინეტში თქვენს განკარგულებაშია გერმანული “ERBE”–ს ფირმის უახლესი, ჩვენს რეგიონში უნიკალური არგონოპლაზმური კოაგულაციის აპარატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვუმკურნალოთ სხვადასხვა დაავადებას ღია ოპერაციების გარეშე. მისი წყალობით შესაძლებელია ონკო დაავადებების პრევენცია, მაგალითად, ბარეტის საყლაპავის აბლაცია ენდოსკოპიური მეთოდით. აღსანიშნავია, რომ ის ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და კიბოსწინარე დაავადებად ითვლება, ვითარდება საყლაპავის თიაქრის დროს.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოსკოპიურ კაბინეტში ტარდება როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი მანიპულაციები, მაგალითად:
• გასტროსკოპია;
• კოლონოსკოპია;
• დუოდენოსკოპია.
ვატარებთ მცირე ინვაზიურ ჩარევებს სანაღვლე გზებზე, კუჭზე, მსხვილ ნაწლავზე. ასევე გთავაზობთ საყლაპავის ვარიკოზული ვენების ლიგირებას, ბარეტის საყლაპავის აბლაციას. ენდოსკოპიურ კაბინეტში წარმატებით მიმდინარეობს სისხლდენის შეჩერების მანიპულაციები, სხვადასხვა წარმონაქმნის ამოკვეთა ენდოსკოპიური მეთოდით.
„ახალ სიცოცხლეში“ რეგულარულად ტარდება ექიმ–სპეციალისტთა უფასო კონსულტაციები. ამასთან, გთავაზობთ უპრეცედენტო აქციებს. კლინიკაში პირველი თებერვლიდან იგეგმება სხვადასხვა აქცია გასტროსკოპიულ და კოლონოსკოპიურ კვლევებზე, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს მცირე დანახარჯებით მიიღონ სრული და მაღალკვალიფიციური სერვისი. ადევნეთ თვალყური კლინიკის ვებ–საიტსა და ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდს და გამოიყენეთ უპრეცედენტო აქციები თქვენი ჯანმრთელობის სასარგებლოდ.
მისამართი:
თბილისი, დიღომი ლუბლიანას ქ.№21ა;
ცხელი ხაზი:
577 05 99 00;
გისურვებთ ჯანმრთელობას!