რთული საახალწლო შემთხვევა, გადაუდებელი დახმარებისა და ენდოსკოპიური სამსახურის ერთობლივი მოქმედების წარმატებული შედეგი
სტატიაში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- კლინიკის ემერჯენსი;
- კლინიკური შემთხვევა;
- ენდოსკოპიური მიდგომა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების (ემერჯენსი) განყოფილება
კლინიკაში პაციენტის მართვა იწყება გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტიდან. ყველა განყოფილება და კლინიკის სხვა სტრუქტურული ერთეულები მჭიდროდ თანამშრომლობენ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტთან და ერთობლივი მუშაობით ართმევენ თავს ურთულეს ამოცანებს – პაციენტების ტრიაჟს, დროულ დიაგნოსტირებას, სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრასა და რეალიზებას.
დეპარტამენტი სრულადაა აღჭურვილი სარეანიმაციო მოწყობილობებით. აქ არის ულტრათანამედროვე სადიაგნოსტიკო, გადაუდებელი დახმარებისა და ინტენსიური თერაპიის წარმოებისათვის აუცილებელი ყველა ტიპის სამედიცინო აპარატურა, რაც 24/7-ის რეჟიმში პაციენტების განკარგულებაშია.
საყლაპავში გადაცდენილი ქათმის ძვალი
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შემოსვლისას პაციენტი უჩიოდა სიმძიმეს გულმკერდის არეში, ყლაპვის გაძნელებას, მოხრჩობის შეგრძნებას. აღნიშნავდა, რომ საკვების მიღებისას გადაცდა ხორცის ნაჭერი, რასაც უკავშირებდა წარმოქმნილ მდგომარეობას, ხოლო ჩივილი თანდათან უფრო ინტენსიური და ბოლოს გაუსაძლისი გახდა.
პაციენტი კახეთის რეგიონის მცხოვრებია და ცხადია, თავდაპირველად რაიონულ საავადმყოფოს მიმართა, მაგრამ იქ, მდგომარეობის სირთულის გამო, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა ვერ მოხერხდა. დადგა საკითხი პაციენტის თბილისში გადმოყვანასთან დაკავშირებით და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მიერ, კლინიკების მოძიების პროცესში, მხოლოდ ჩვენმა კლინიკამ გამოთქვა მზადყოფნა პაციენტის მიღებაზე.
პაციენტის შემოყვანისთანავე, პათოლოგიის დიაგნოსტირებისთვის, უცხო სხეულის მდებარეობის და ხასიათის დასადგენად, დაიგეგმა და ჩატარდა ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია. აღმოჩნდა, რომ საკმაო დრო იყო გასული და ეს ძვალი გაჩხერილი იყო ჰორიზონტალურად, შერჭობილი ორივე მხარეს საყლაპავის მილის ქსოვილში, ძნელად ხერხდებოდა ვიზუალიზება, მაგრამ ჩანდა ჰიპერემიული და შეშუპებული ლორწოვანი გარსი, არსებობდა საყლაპავის პერფორაციის საშიშროება.
მანიპულაცია ჩაატარა ქირურგმა-ენდოსკოპისტმა ირაკლი პაიჭაძემ, რომელმაც საკმაოდ რთული ენდოსკოპიური მანევრით მოახერხა, საყლაპავის დაუზიანებლად, ძვლის ამოღება.
მანიპულაციის შემდეგ პაციენტის რადიოლოგიური კვლევა და დაკვირვება კვლავ გაგრძელდა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ექიმ ხათუნა ნაფეტვარიძის და მისი გუნდის წევრების მიერ.
ენდოსკოპიური მიდგომის მაგალითი
ენდოსკოპიური მიდგომის დროს არსებული ტექნიკური სირთულეების გამო, ქათმის ძვლის ექსტრაქციის (ამოღება) შემდეგ, მოსალოდნელი იყო დაზიანების მიდამოდან აქტიური სისხლდენის ან პერფორაციის განვითარება, რომლის გამოსარიცხად დამატებით ჩატარდა CT კვლევა. კვლევის შედეგად დამატებითი გართულებების არსებობა გამოირიცხა.
პაციენტის მდგომარეობა პროცედურის დასრულების შემდეგ გაგრძელებული მედიკამენტური თერაპიის შედეგად, თანდათან გაუმჯობესდა. ტკივილი კუპირდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია არ გამოვლინდა და პაციენტი შესაბამისი დანიშნულებით და რეკომენდაციებით გაეწერა კლინიკიდან.
ამრიგად, მულტიდისციპლინური გუნდის პროფესიულმა და კვალიფიციურმა სამედიცინო ჩარევამ, კიდევ ერთი პაციენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნება შეძლო.
პაციენტი მალე დაუბრუნდება ჩვეულ და აქტიურ ცხოვრების რითმს, რაც ქირურგიის ეროვნული ცენტრის კიდევ ერთი, რუტინული, მაგრამ საინტერესო და თვალსაჩინო წარმატებაა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
სისხლის საერთო ანალიზი (სსა)
კითხვა: გამარჯობა.მაქვს სისხლის ანალიზში ასეთი ცლილებები:ლეიკოციტები WBC 9.61 ნორმა4.00 9.00 ჰემოგლობინი HGB15.2(12,2-14,7) მონოციტეები mono#0,62(0,08-0,11)ეოზონოფილებიeo%0,8(1,0-5,0)ედს28 რა პრობლემის მაჩვენებელია ეს მონაცემები დანარჩენი მონაცემი ნორმის ფარგლებშია
მედიკამენტის ანოტაცია
კითხვა: გამარჯობათ, ვარ 33წლის მაქვს სავარაუდო დიაგნოზი ძვლების ანთება მრტ კვლევის საფუზველზე,მაქვს გაუსაძლისი ტკივილი.ექიმმა დამინიშნა დიოქსაფლექსი ინექცია,ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია.გთხოვთ,უფრო გასაგები ენით ამიხსნათ რა უკუ ჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატმა.
პროთეზი
კითხვა: მოგესალმებით. თქვენთან გაიკეთა იპერაცია მანაკაცმა 2017 წელს. თუ შეგიძლიათ დააკვალიანოთ ეს მამაკაცი პროთეზირებასთან დაკავშირებით. სად ამზადებენ? დაფინანსება როგორ მიიღოს და რა დოკუმენტაცია ჭირდება? მეორე ფეხიც პრობლემური აქვს და ნერვიულობს ისაც მოსაჭრელი რომ შეექნას როგორ გადაადგილდება. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დავაკვალიანოთ. ბოდიშს მოგახსენებთ.
გულჩვილობა ბავშვებში
კითხვა: გამარჯობა მყავს ათი წლის ბიჭი როცა თავის მართლება უწევს ან მართალია და უდანაშაულოდ აძაგებ, უმნიშვნელო წყენაზეც ცრემლები მოდის, რა შეიძლება იყოს ასეთი მგრძნობელობის მიზეზი?
ომეგა–3
კითხვა: მყავს 10 წლის შვილი,1000 მგ-იანი ომეგა-3 თუ შეიძლება მისთვის თუ დიდი დოზაა?
თირკმლის დონაცია
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს როგორ ან სად უნდა დავრეგისტრილდე ოფიციალურად თირკმლის დონორად?